მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თანამშრომლების რაოდენობა არ შეცვლილა, შემცირდა რუტინული სამუშაო|ბიზნესში AI-ს გამოყენების შედეგები
თანამშრომლების რაოდენობა არ შეცვლილა, შემცირდა რუტინული სამუშაო|ბიზნესში AI-ს გამოყენების შედეგები

თანამშრომლების რაოდენობა არ შეცვლილა, შემცირდა რუტინული სამუშაო|ბიზნესში AI-ს გამოყენების შედეგები

BM.GE16 ივლისი, 2026, 00:33|bm.ge

BAG ხელოვნური ინტელექტის კვლევის თანახმად, კომპანიებმა შეაფასეს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენა მათ საქმიანობაზე. რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მთავარ პოზიტიურ შედეგს დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარება წარმოადგენს (79%).

2026 წლის II კვარტალის გამოკითხვაში, კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების და ბიზნესპროცესებზე მისი გავლენის შესაფასებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კითხვარში დამატებითი კითხვები ინტეგრირდა.

კითხვაზე, რომელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მთავარი პოზიტიური შედეგი, პასუხები ასეთია:

• დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარება — 79% • ადამიანური შეცდომების შემცირება — 11% • მომსახურების/პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება — 5% • ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ მიგვიღია — 3% • ფინანსური ხარჯების შემცირება — 3%

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენას თანამშრომელთა რაოდენობაზე, კომპანიების 79%-ის აზრით, თანამშრომელთა რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა შემცირდა მათ მიერ შესრულებული რუტინული სამუშაო. კომპანიების 13%-ის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომელთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია, 5%-მა შტატები გაზარდა, ხოლო 3%-მა შეამცირა.

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტებს, გამოკითხული კომპანიების 50% იყენებს მზა, გლობალურ პლატფორმებს, 26% - შიდა რესურსებით დატრენინგებულ საკუთარ AI მოდელებს, ხოლო 24% - სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

კომპანიების შეფასებით, ქართულ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობაა (30%). მას თანაბარი წილით მოსდევს ქართული ენის მხარდაჭერის ნაკლებობა ტექნოლოგიებში (16%) და მონაცემების სიმცირე ან მათი გაუმართავი სტრუქტურა (16%).

რაც შეეხება კომპანიების სამომავლო გეგმებს, მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში, გამოკითხული კომპანიების 65% გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდას, 18% არ გეგმავს ამ მიზნით ბიუჯეტის გამოყოფას, ხოლო 16% ინვესტიციებს არსებულ ნიშნულზე შეინარჩუნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას აქვეყნებსიმედი
  • ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლისნეტგაზეთი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყოფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE