მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თავდასხმა ერ-რიადის აეროპორტზე - დაღუპულია 12 ადამიანი, „ჰუსიტები“ საჰაერო სივრცეს სამხედრო ზონად აცხადებენ
თავდასხმა ერ-რიადის აეროპორტზე - დაღუპულია 12 ადამიანი, „ჰუსიტები“ საჰაერო სივრცეს სამხედრო ზონად აცხადებენ

თავდასხმა ერ-რიადის აეროპორტზე - დაღუპულია 12 ადამიანი, „ჰუსიტები“ საჰაერო სივრცეს სამხედრო ზონად აცხადებენ

BM.GE11 ოქტომბერი, 2026, 15:24|bm.ge

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 309 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს მიმდინარე კვირაში აღნიშნულ აეროპორტზე განხორციელებული უკვე მესამე იერიშია.

სამოქალაქო ავიაციის უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის 4 და ბანგლადეშის 2 მოქალაქეა. ასევე დაღუპულია აშშ-ის, იორდანიის, პალესტინის, სირიის, სუდანისა და ეგვიპტის თითო მოქალაქე. დაშავებულები საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიის ცნობით, იერიში წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა და საფრთხის წინასწარი სისტემას განგაში არ გამოუცხადებია. ეს საუდის არაბეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავდასხმაა, რომელსაც ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა. მომხდარის გამო ერ-რიადიდან ყველა ავიარეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს, აეროპორტმა კი მუშაობა დროებით შეაჩერა.

ფრენა გაუქმდა თბილისიდან რიადის და რიადიდან თბილისის მიმართულებითაც.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მედიაოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერ-რიადის აეროპორტის მუშაობა სწორედ მათ შეაჩერეს.

ამასთან, „ჰუსიტებმა“ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან და ის „სამხედრო ოპერაციების ზონად“ გამოაცხადეს. ამავდროულად, დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ მზად არიან შეთანხმებისთვის, რათა აეროპორტები, საზღვაო პორტები და ჰუმანიტარული ობიექტები სამხედრო დაპირისპირების მიღმა დარჩეს.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიცია აცხადებს, რომ თავდასხმას სავალდებულოდ უპასუხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • ბრიტანეთში, მოლსუორთის სამხედრო ბაზაზე ლატვიის ორი მოქალაქე დააკავესფორმულა
  • აშშ-ის სამხედრო ძალები, კარტელების მიერ დრონების გამოყენების ზრდის ფონზე, მექსიკის საზღვარზე დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიას ტესტავენრუსთავი 2
  • აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთიმედი
  • უკრაინელი ტყვეების წამებაში ბრალდებული რუსი სამხედრო ტულის ოლქში ავტომობილის აფეთქებისას დაიღუპატვ პირველი
სამხედრო →

მსგავსი სტატიები

როგორია სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი?

როგორია სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი?

BM.GE

"დელტა" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"დელტა" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დასახელდა ევროპის საუკეთესო ღვინის რეგიონები - პირველი ადგილი სლოვენიამ დაიკავა

დასახელდა ევროპის საუკეთესო ღვინის რეგიონები - პირველი ადგილი სლოვენიამ დაიკავა

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 5-11 ოქტომბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 5-11 ოქტომბერი

BM.GE