მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისი-მანგლისის 21.3 კმ-იან გზის რეაბილიტაციაზე ₾32.4 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება?
თბილისი-მანგლისის 21.3 კმ-იან გზის რეაბილიტაციაზე ₾32.4 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება?

თბილისი-მანგლისის 21.3 კმ-იან გზის რეაბილიტაციაზე ₾32.4 მილიონია გამოყოფილი - როდის დასრულდება?

BM.GE11 აგვისტო, 2026, 14:40|bm.ge

თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზაზე 21.3 კმ-იან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია უტარდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 32.4 მილიონ ლარამდეა და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და მათი დასრულება იგეგმება 2027 წელს.

"ეს გზა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი მარშრუტია და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს. დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას და ტემპს, რათა პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.

არსებული საგზაო საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა. თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზა უერთდება კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას და წარმოადგენს თბილისთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს.

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე ადგილობრივი გზების შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. გარდა ამისა, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები — საგზაო ნიშნების განთავსება და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა", - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტი განაგრძობს სამუშაოების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ხარისხიანად და დროულად განხორციელება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 200 სტატია.

  • გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არისფორმულა
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსიმედი
  • გალუზინი: თბილისზე გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რას წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რას წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

BM.GE

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ტერაბანკი“ დააჯარიმა

BM.GE

ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

BM.GE