მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თბილისის აკრები“ თვითმყოფადი უბნის პროექტს დამოუკიდებლად განაგრძობს - „ანაგი ქოლაბი“ მასში აღარ მონაწილეობს
„თბილისის აკრები“ თვითმყოფადი უბნის პროექტს დამოუკიდებლად განაგრძობს - „ანაგი ქოლაბი“ მასში აღარ მონაწილეობს

„თბილისის აკრები“ თვითმყოფადი უბნის პროექტს დამოუკიდებლად განაგრძობს - „ანაგი ქოლაბი“ მასში აღარ მონაწილეობს

BM.GE1 აგვისტო, 2026, 21:45|bm.ge

„ანაგი ქოლაბმა” „თბილისის აკრებთან” კოლაბორაცია წარმატებით დაასრულა და თვითმყოფადი უბნის პროექტის მართვა „თბილისის აკრების“ გუნდს გადააბარა. ამის შესახებ „ანაგი ქოლაბი" სოციალურ ქსელში წერს.

კომპანიის თანახმად, ამიერიდან „თბილისის აკრები” პროექტს დამოუკიდებლად წარმართავს.

"პროექტი „თბილისის აკრები” 2024 წლის ბოლოს ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ. შევქმენით კონცეფცია, რომელიც ბაზარზე მანამდე არ არსებობდა - პირველი თვითმყოფადი უბანი. შევქმენით ბრენდი და ჩამოვაყალიბეთ მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომსახურების გუნდი. მისია, რომელიც ამ პროექტში ვიკისრეთ, შესრულებულია.

დღეიდან „ანაგი ქოლაბი” პროექტსა და მისი მომდევნო ბლოკების განვითარებაში აღარ მონაწილეობს. პროექტს დამოუკიდებლად „თბილისის აკრები” წარმართავს.

„თბილისის აკრებს” წარმატებას ვუსურვებთ. ჩვენ ახალი პროექტებით გავაგრძელებთ",- აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, "ანაგი ქოლაბი“ „ანაგის“ შვილობილი კომპანიაა და წარმოადგენს კოლაბორაციულ ბრენდს, სადაც ყველა დეველოპერული სერვისი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. რაც შეეხება პროექტს, თბილისის აკრები ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავესფორმულა
  • ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითიმედი
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე AirBaltic-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა

ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე AirBaltic-მა გაკოტრების შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა

BM.GE

სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

სახაზინო ობლიგაციების ბაზარს საქართველოში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - სებ

BM.GE

Trump Tower Tbilisi-ის პროექტი უძრავი ქონების სექტორის ზრდის ახალი ეტაპია|მარიამ ქვრივიშვილი

Trump Tower Tbilisi-ის პროექტი უძრავი ქონების სექტორის ზრდის ახალი ეტაპია|მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

სირიაში საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

სირიაში საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა

BM.GE