მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თბილისის ზღვაზე" წყალმომარაგების რეჟიმები და ინფრასტრუქტურის მართვა რეგულირდება
"თბილისის ზღვაზე" წყალმომარაგების რეჟიმები და ინფრასტრუქტურის მართვა რეგულირდება

"თბილისის ზღვაზე" წყალმომარაგების რეჟიმები და ინფრასტრუქტურის მართვა რეგულირდება

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 00:12|bm.ge

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის წყალსაცავი, რომელიც ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ნაწილია, მართვის ახალ წესზე გადადის. ოფიციალური უწყებების განმარტებით, ცვლილებების მიზანი წყალსაცავის უსაფრთხო ექსპლუატაცია და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებაა.

განკარგულების თანახმად, პროცესი რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს:

• ქონების რეგისტრაცია: სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართვის საფუძველზე, თბილისის წყალსაცავის შეტბორვის ზონაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია უნდა უზრუნველყოს. • კაპიტალში გადაცემა: საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ქონება „საქართველოს მელიორაციის“ სარგებლობაში და საწარმოს კაპიტალში გადავა. აღნიშნულ პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც არის ჩართული. • შეთანხმება ლიცენზიანტთან: კანონმდებლობის მიხედვით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ წყალმომარაგების ლიცენზიანტთან ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. დოკუმენტმა უნდა დაარეგულიროს წყალსაცავის ექსპლუატაციის, შევსების, დაცლისა და დონის შენარჩუნების წესები. არსებული სანიტარიული ზონებისა და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით.

თბილისის წყალსაცავი კომპლექსური დანიშნულების ობიექტია, რომელიც ერთდროულად ირიგაციისა და დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის ნაწილს წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • „ბინა იყო დაკეტილი“ — „თბილისი ენერჯი“ ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმებაზე საუბრობსფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

BM.GE

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

BM.GE

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

BM.GE

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

BM.GE