მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში 15 კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
თბილისში 15 კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

თბილისში 15 კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 17:52|bm.ge

თბილისში 15 კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს.

ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ:

• აღმაშენებლის #36-ში მდებარე რესტორანში შპს „ბეთულ“ (ს/კ 404727246); ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში; გარდა ამისა, დაფიქსირდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც შპს „ბეთულ“ დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა; • ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის, კრიტიკული შეუსაბამობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა ასევე შპს „ფუდაჰოლიკს“ (ს/კ 436059113), რომელიც 26 მაისის მოედანზე მდებარეობს; • არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ინდივიდუალური მეწარმე უ. მ-ის საშაურმეს (ქეთევან დედოფლის გამზირი 65); • შპს „სომხურ ეზოს“ (ს/კ 404809132; ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას N7ა); • შპს „ევროზია ითს ბრაზერსს“ (ს/კ 402369405; ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 112); • შპს „ინდურ ზაიკას“ (ს/კ 406541470, ქ. თბილისი, ახმეტის ქუჩა 14); • ინდივიდუალური მეწარმე ჰ. ს-ის ობიექტს (ქ. თბილისი, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16); • შპს „ნიუ ქარიპოტს“ (ს/კ 400456396, ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 47/49); • შპს “არქეი რესთორანთ 02”-ს (ს/კ 405554684; ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N6); • შპს “როიალ ქითჩენ ისანს” (ს/კ 405794868; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N76; • შპს “ელაკკას” (ს/კ 406499294; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N19ა); • შპს „მაუჯ ექსპრესს“ (ს/კ 405869074, ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 19ა); • შპს “რესტორან სეულს” (ს/კ 405185428, ქ. თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N7); • განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ინდივიდუალური მეწარმე ი. შ (თბილისი, პეკინის 31ბ) და შპს „იომი 1977“ (ს/კ 404747716; ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. 3) 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ.

მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • "ოცნებას" არ აქვს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი - სიორიძე პარტიების აკრძალვის პროცესის შესახებ ​ტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

სექტემბერში საბანკო სესხების მოცულობა ₾78 მილიარდამდე გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სესხების მოცულობა ₾78 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე $2-ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

Anthropic-მა საფონდო ბირჟაზე $2-ტრილიონიანი IPO-ს განაცხადი წარადგინა

BM.GE

1 ევროდ როგორ შეგიძლიათ გახდეთ სახლის მფლობელი იტალიაში?

1 ევროდ როგორ შეგიძლიათ გახდეთ სახლის მფლობელი იტალიაში?

BM.GE

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მთავარი ოფიცერი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მთავარი ოფიცერი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა

BM.GE