მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში ერთ საათში ივლისის ნორმაზე 30%-ით მეტი ნალექი მოვიდა – გარემოს სააგენტო
თბილისში ერთ საათში ივლისის ნორმაზე 30%-ით მეტი ნალექი მოვიდა – გარემოს სააგენტო

თბილისში ერთ საათში ივლისის ნორმაზე 30%-ით მეტი ნალექი მოვიდა – გარემოს სააგენტო

BM.GE21 ივლისი, 2026, 21:26|bm.ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ინტენსივობის ნალექი დედაქალაქის უმეტეს ნაწილში 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დაფიქსირდა, რამაც ცალკეულ უბნებში ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებითი გადატვირთვა გამოიწვია.

უწყება წერს, რომ მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი მოვიდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, მხოლოდ ერთ საათში, 20 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 00:00 საათამდე – 54.5 მმ ნალექი დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის კლიმატურ ნორმას დაახლოებით 30%-ით აღემატება.

სხვადასხვა მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, ნალექის რაოდენობა ასე განაწილდა:

• ტაბახმელა – 25.07 მმ; • ვაშლიჯვარი – 55.8 მმ; • ბაგები – 75.2 მმ; • სოხუმის უნივერსიტეტი – 69.1 მმ; • მუხათწყარო – 87.3 მმ; • მცხეთა – 1.5 მმ; • აღმაშენებლის გამზირი – 95.1 მმ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ნალექი ქალაქის მასშტაბით არათანაბრად გადანაწილდა, რაც კონვექტიური პროცესებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ყველაზე ძლიერი წვიმა დედაქალაქის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა.

სააგენტოს შეფასებით, დღის განმავლობაში ზედაპირული ჰაერის ინტენსიურმა გათბობამ, ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტენის მაღალმა შემცველობამ და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრამ ატმოსფეროს ძლიერი არამდგრადობა შექმნა, რის შედეგადაც სწრაფად განვითარდა მძლავრი კონვექტიური ღრუბლები და მცირე ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური ნალექი გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქში თვის საშუალო ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა, რაც წყალმოვარდნების, ქუჩების დატბორვისა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე იზრდება როგორც ექსტრემალური ნალექების სიხშირე, ისე მათი ინტენსივობა. შესაბამისად, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების რისკს ზრდის.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებენ და მოსახლეობას მოსალოდნელი სახიფათო მოვლენების შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მიაწვდიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • შსს: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დენის კულანინს მისთვის სასურველი მიმართულებით საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მიეცა. მას ქვეყანაში შემოსვლა 5 წლით აეკრძალებაიმედი
  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE