მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ტერაბანკის" შეძენით სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი Ardshinbank-ი არის დაინტერესებული - ეროვნული ბანკი
"ტერაბანკის" შეძენით სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი Ardshinbank-ი არის დაინტერესებული - ეროვნული ბანკი

"ტერაბანკის" შეძენით სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი Ardshinbank-ი არის დაინტერესებული - ეროვნული ბანკი

BM.GE24 აგვისტო, 2026, 22:32|bm.ge

"ტერაბანკის" შეძენით სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი Ardshinbank-ი არის დაინტერესებული - აღნიშნული Bm.ge-ის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დღეს "TV პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის ბიზნესჯგუფი - Arins Group-ი საქართველოში "ტერაბანკის" და ასევე, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო "ბილტმორის" შესყიდვას გეგმავს. აღნიშნული აქტივები ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრის, შეიხ ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანის საკუთრებაშია.

BM.GE-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკს კითხვებით მიმართა, სადაც გვიპასუხეს:

"სს „ტერაბანკით“ სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი Ardshinbank-ის დაინტერესების შესახებ ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიას ოფიციალურად მარეგულირებლისთვის არ მოუმართავს. შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, ბანკის მნიშნველოვანი წილის გასხვისებისთვის აუცილებელია სებ-ის თანხმობა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავისი მანდატიდან გამომდინარე შეისწავლის და მიღებს გადაწყვეტილებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაციისთვის, Ardshinbank სომხეთის უმსხვილესი და სისტემურად მნიშვნელოვანი უნივერსალური ბანკია, რომელსაც 2025 წლის მდგომარეობით ბაზრის 20.6%-იან წილი უკავია. ეს პოზიცია Ardshinbank სომხეთის №1 ბანკად აქცევს აქტივების, დეპოზიტების, კაპიტალის, საცალო დეპოზიტების, წმინდა მოგებისა და ფილიალების ქსელის მიხედვით.

ბანკის მაკონტროლებელი აქციონერია "Arins Group" LLC, რომელიც ფლობს ბანკის აქციების 98.918067%-ს. ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეა კარენ საფარიანი - "Arins Group" LLC-ის ერთადერთი მეწილე", - განუცხადეს BMG-ის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში.

"ტერაბანკი" საქართველოში აქტივების ზომით რიგით მეექვსე უმსხვილესი ბანკია და მისი ჯამური აქტივები 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 2.27 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის საკრედიტო პორტფელის ზომა 1.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკს 2026 წლის პირველ შვიდ თვეში 18 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეძენა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • ფორმები საცალო ფორმატში გაიყიდება პირველიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 15 სექტემბრიდან მხოლოდ ონლაინ პლატფორმით უნდა ისარგებლონ - მინისტრი სასკოლო ფორმების შეძენის შესახებრუსთავი 2
  • პირველკლასელების სასკოლო ფორმების შეძენა 1-ელი სექტემბრიდან ონლაინაც იქნება შესაძლებელიტვ პირველი
  • ცნობილია, სად იქნება შესაძლებელი მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენაიმედი
  • დიუშენის მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა – სარჯველაძენეტგაზეთი
შეძენა →

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE