მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 19:15|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო თიბისი.

ფორუმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია წარედგინა. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც ადგილობრივ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.

ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ საკითხს ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი წარმოადგენდა, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ,,თიბისი’’, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები.

GMAP ფორუმის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება. ამასთან, GMAP-ის პროგრამის მიზნების მხარდასაჭერად, წლის განმავლობაში სხვა ტიპის დამატებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

"რუსულმა ემბარგომ მუტაცია განიცადა - შერჩევით აკრძალვებში "ოცნების" ინტერესებიც იკვეთება"|ვასილ მანაგაძე

"რუსულმა ემბარგომ მუტაცია განიცადა - შერჩევით აკრძალვებში "ოცნების" ინტერესებიც იკვეთება"|ვასილ მანაგაძე

BM.GE

ისრაელის არჩევნებში გამარჯვებული არ გამოიკვეთა - ლიდერობს ნეთანიაჰუს ბლოკი

ისრაელის არჩევნებში გამარჯვებული არ გამოიკვეთა - ლიდერობს ნეთანიაჰუს ბლოკი

BM.GE

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი - ყველაფერი, რაც 2026 წელს უნდა იცოდეთ

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი - ყველაფერი, რაც 2026 წელს უნდა იცოდეთ

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE