მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობს
ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობს

ტრამპი ჰორმუზის 7 დღეში გახსნის შესახებ ირანის შეთავაზებაზე უარს ამბობს

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 01:09|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ უარყო.

Reuters-ი წერს, რომ ირანმა ეს ინიციატივა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წამოაყენა და აღნიშნა, რომ იგი ამერიკულ მხარეს კატარელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა. ირანული მხარის თქმით, ამ გეგმის მიხედვით სტრატეგიული საზღვაო გზის გახსნა და რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულება შვიდი დღის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი.

თუმცა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „მე არ ვიღებ მათ წინადადებას. ... მე უარი ვთქვი მათ შეთანხმებაზე. მათ სურთ გარიგების დადება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გასახსნელად, რადგან სასტიკად მარცხდებიან. ჩვენ შთამბეჭდავ გამარჯვებას ვაღწევთ. მათ გარიგება სურთ და ვფიქრობ, ეს კარგია, გარიგებების დადება მეც მიყვარს. მათ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სურთ ... რადგან ფული საერთოდ არ შესდით, ფულს ხომ სწორედ ჰორმუზის სრუტიდან იღებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნებარუსთავი 2
  • მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ტრამპიტვ პირველი
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შეთანხმება მზადდებაფორმულა
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი დონის წარმომადგენლობას - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

ტომ ბრეიდი „ბირმინგემ სიტის“ ტოვებს

BM.GE

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

"ეროვნული ინტერესები აღარ იგრძნობა, გადაჰყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს" - რა თქვა ქადაგებისას მეუფე იობმა?

BM.GE

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

როგორი შედეგი ექნება აშშ-ის საფონდო ბირჟას მომავალ წელს? - UBS-ის პროგნოზი

BM.GE