მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი ირანის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება
ტრამპი ირანის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება

ტრამპი ირანის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება

BM.GE29 მაისი, 2026, 23:22|bm.ge

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახში შეხვედრა დანიშნა, სადაც ის ირანთან ომის დასასრულებლად მომზადებულ შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეხვედრამდე ამერიკის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ის პირობები გამოაქვეყნა, რომელთა შესრულებასაც ვაშინგტონი თეირანისგან კატეგორიულად მოითხოვს. დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების დასამტკიცებლად ირანი ვალდებულია, ბირთვული იარაღის შექმნაზე უარი ოფიციალურად, სამუდამოდ განაცხადოს.

ამასთან, ვაშინგტონის მოთხოვნებს შორის ჰორმუზის სრუტის ორივე მიმართულებით, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, შეუზღუდავი ნაოსნობისთვის დაუყოვნებლივ გახსნა შედის. ამასთან, ამერიკული მხარის მოთხოვნით, ირანმა დარჩენილი საზღვაო ნაღმების დეტონაცია და ლიკვიდაცია დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყოს.

ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული ბლოკადა, რომლის გამოც სრუტეში გემები შეჩერებულები იყვნენ, ამჟამად უქმდება და ნაოსნობა მალე აღდგება.

აგრეთვე, ირანთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება მომავალ გადაწყვეტილებამდე სრულად შეჩერებული იქნება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, ამერიკა ირანთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით, მიწისქვეშ არსებული გამდიდრებული ბირთვული მასალის ამოღებასა და განადგურებას გეგმავს. როგორც ტრამპი ამბობს, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ პროცედურის განხორციელების მექანიკური შესაძლებლობა მხოლოდ ვაშინგტონსა და პეკინს აქვთ. აღნიშნული ბირთვული მასალა კი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც 11 თვის წინ ამერიკულმა ბომბდამშენებმა B-2-ებმა გამანადგურებელი იერიში მიიტანეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →ირანის →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE