
ტრამპი უცხოურ კომპანიებს 300%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის, ჩინეთის, იაპონიისა და კანადის იურისდიქციაში რეგისტრირებულ კომპანიებს 150-დან 300%-მდე ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
ოჰაიოს შტატში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მან უცხოურ კორპორაციებს ამერიკის ეკონომიკაში ჯამურად $1 ტრილიონის ინვესტირებისთვის წელიწადნახევრიანი ვადა მისცა და ის კომპანიები, რომლებიც ინვესტიციებს არ განახორციელებენ, აუცილებლად დაისჯებიან.
რაც შეეხება უშუალოდ სამხრეთ კორეას, ვაშინგტონი აზიური სახელმწიფოსგან $350 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო ვალდებულების შესრულებას ითხოვს.
პარალელურად, სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გართულდა კანადასთან, რადგან ქვეყნებმა ერთმანეთს სავაჭრო ტარიფები დაუწესეს და მოლაპარაკების პროცესიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.
და მაინც, ვაჭრობის კუთხით ყველაზე დიდი გაურკვევლობა ინდოეთთან ფიქსირდება. სექტემბერში აზიური ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. თუმცა, ორშაბათს ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა პროცესში არსებული სერიოზული დაბრკოლებების შესახებ ისაუბრა და ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა.
ტრამპის განცხადებით, ასეთი რთული სავაჭრო ურთიერთობების და მოლაპარაკებების დაძაბვის მიუხედავად, კომპანიებმა 1.5-წლიან ვადას სერიოზულად უნდა შეხედონ და ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები დროულად შეასრულონ.
BM.GE
წყარო: bm.ge