მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი ზელენსკის რუსეთთან ზავის დადებას აიძულებს - CNBC
ტრამპი ზელენსკის რუსეთთან ზავის დადებას აიძულებს - CNBC

ტრამპი ზელენსკის რუსეთთან ზავის დადებას აიძულებს - CNBC

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 00:20|bm.ge

CNBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ენერგეტიკული ზავის დადებაზე დაყოლიებას და რუსეთთან შეთანხმების იძულებას ცდილობს.

ამერიკის ლიდერის განცხადებით, ომის გამო მოსკოვმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა და უკრაინული შეტევები უკვე საფრთხეს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარს უქმნის.

როგორც ირკვევა, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. მხარეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას, რუსულ ნავთობსადგურებზე უკრაინული დრონების იერიშებსა და კონფლიქტის დასრულების შესაძლო გზებს განიხილავენ.

სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთში დიზელის გადამუშავების მრავალი ობიექტი მწყობრიდან გამოვიდა. მისი თქმით, ეს ომი გლობალურ ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება და იგი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგას, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უკრაინის ენერგოსექტორზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობის ექსპორტზე თავდასხმებს სრულად შეწყვეტს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 274 სტატია.

  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
  • პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით ოთხი პირი დააკავესფორმულა
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
რუსეთის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

BM.GE