მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს
ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

BM.GE15 ივლისი, 2026, 02:17|bm.ge

აშშ-ის მთავრობამ იმ ტარიფების სახით მიღებული ათობით მილიარდი დოლარი უკან დააბრუნა, რომლებიც უზენაესმა სასამართლომ არალეგალურად მიიჩნია. როგორც ირკვევა, მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო, ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით $81 მილიარდი გაიცა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ $5 მილიარდს შეადგენდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მკვეთრი ზრდა თითქმის სრულად უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანხების ძირითადი ნაწილი კი კომპანიებმა მაისსა და ივნისში დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფების მნიშვნელოვანი ნაწილი გააუქმა, რამაც სახელმწიფო იმპორტიორი კომპანიებისთვის თანხების დაბრუნების ვალდებულების წინაშე დააყენა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნულმა პროცესმა ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ გაზარდა. თუ გასულ წელს ტარიფებიდან მიღებული შემოსავლების წყალობით დეფიციტის შემცირება მოხერხდა, ამჯერად, ფისკალური წლის პირველ ცხრა თვეში, მაჩვენებელმა $1.36 ტრილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-იან ზრდაზე მიუთითებს. პარალელურად, სახელმწიფოს საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები 14%-ით გაიზარდა და $1 ტრილიონს გადააჭარბა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო სამხედრო ხარჯების მაჩვენებელმა 5%-ით მოიმატა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნაიმედი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

BM.GE

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

BM.GE

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

BM.GE

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

BM.GE