მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის ფონზე, EU და აშშ ახალ სავაჭრო პირობებზე ვერ შეთანხმდნენ
ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის ფონზე, EU და აშშ ახალ სავაჭრო პირობებზე ვერ შეთანხმდნენ

ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის ფონზე, EU და აშშ ახალ სავაჭრო პირობებზე ვერ შეთანხმდნენ

BM.GE7 მაისი, 2026, 15:30|bm.ge

"ევროპელი კანონმდებლები და მთავრობები აშშ-იდან იმპორტზე ბაჟის გაუქმების თაობაზე მოლაპარაკებებში "პროგრესს" აღწევენ, თუმცა შეთანხმება ჯერ ვერ შედგა" - ამის შესახებ ხუთშაბათს ევროპარლამენტის მთავარმა მომლაპარაკებელმა ბერნდ ლანგემ განაცხადა.

მხარეები სავაჭრო ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა დამცავი მექანიზმების შესახებ არსებული უთანხმოებები სწრაფი შეთანხმების შანსებს ამცირებს.

"ჩვენ ახლახან დავასრულეთ კონსტრუქციული მეორე სამმხრივი მოლაპარაკება, რომლის დროსაც დამცავი მექანიზმის საკითხსა და ძირითადი რეგულაციის გადახედვა-შეფასებაში კარგ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი", - აღნიშნა ლანგემ განცხადებაში.

მომლაპარაკებლები მორიგი რაუნდისთვის 19 მაისს შეიკრიბებიან.

გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მანქანებსა და სატვირთოებზე ტარიფებს ამჟამინდელი 15%-დან 25%-მდე გაზრდის, რადგან ევროკავშირი არ ასრულებს გასული წლის ივლისში შოტლანდიაში დადებული შეთანხმების პირობებს.

ბევრ ევროპულ ქვეყანას ამ საფრთხის არიდება სურს და მხარს კანონმდებლობის სწრაფ იმპლემენტაციას უჭერს, რათა, არსებული სავაჭრო შეთანხმების შესაბამისად, გაუქმდეს საიმპორტო ბაჟი აშშ-ის ინდუსტრიულ საქონელზე და მიენიჭოს პრივილეგირებული წვდომა აშშ-ის სოფლის მეურნეობისა და ზღვის პროდუქტებს.

თუმცა, ამ შეთანხმების დადებიდან ცხრა თვის შემდეგ, ევროპარლამენტი და საბჭო ჯერ კიდევ თანხმდებიან საერთო ტექსტზე, სანამ ტარიფის შემცირება ძალაში შევა.

მაისის დასაწყისში ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ, ლანგემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის "ქცევა მიუღებელია".

ევროკავშირის კანონმდებლებს უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმები სურთ, მათ შორის შეთანხმების შეჩერება იმ შემთხვევაში, თუ აშშ პირობებს არ შეასრულებს; ტარიფების შემცირების დაკავშირება აშშ-ის ქმედებებთან; და 2028 წლის 31 მარტისთვის ევროკავშირის სატარიფო შეღავათების სრულად გაუქმება.

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფის, მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრის ხილვა მაისში სურს.

თუმცა, ეს მიზანი ამბიციურად გამოიყურება, რადგან რიგი პოლიტიკური ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი მუქარა ძლიერი დამცავი მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კატერინა რაიხემ, რომლის ქვეყანაც მანქანების ტარიფების ზრდით ყველაზე მეტად დაზარალდებოდა, განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ ისინი "ამ გამოწვევას გადაჭრიან".

დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფი 25%-მდე გაზარდა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE