მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის ტარიფებმა ევროპულ ავტოინდუსტრიას €8 მილიარდის ზარალი მოუტანა
ტრამპის ტარიფებმა ევროპულ ავტოინდუსტრიას €8 მილიარდის ზარალი მოუტანა

ტრამპის ტარიფებმა ევროპულ ავტოინდუსტრიას €8 მილიარდის ზარალი მოუტანა

BM.GE12 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული სავაჭრო შეზღუდვების შედეგად, ევროპულმა ავტომწარმოებლებმა €8 მილიარდზე მეტი დაკარგეს.

Financial Times-ის მონაცემებსა და Volkswagen-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის, Stellantis-ისა და Volvo Cars-ის ხელმძღვანელთა საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკამ კომპანიებზე მნიშვნელოვანი ფინანსური ზეწოლა მოახდინა. არსებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზარალი BMW-მ განიცადა, რომლის ფინანსურმა დანაკარგმა €2.1 მილიარდი შეადგინა. Mercedes-Benz-ის ზარალი €1.3 მილიარდით, Stellantis-ისა კი €1.2 მილიარდით განისაზღვრა.

ფინანსური დანაკარგები გასული წლის აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპული წარმოების ავტომობილებზე ტარიფები 2.5%-დან 27.5%-მდე გაზარდა. მართალია, აგვისტოში მიღწეული სავაჭრო შეთანხმების საფუძველზე განაკვეთი 15%-მდე შემცირდა, თუმცა კომპანიები ადრეული შეფერხებებისა და ბაზარზე არსებული გაურკვევლობის გამო სოლიდურ ზარალს მაინც აფიქსირებენ.

ამასთან, 2026 წლის 1 მაისს დონალდ ტრამპმა ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ტარიფების 25%-მდე გაზრდით იმუქრება. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გაერთიანება ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს, თუმცა საკუთარი ინტერესების დასაცავად საპასუხო ზომების მიღებას მაინც გეგმავს.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია მსგავს შეზღუდვებს ადგილობრივი წარმოების წახალისებისა და სავაჭრო დეფიციტის შემცირების მიზნით იყენებს. ევროპული ავტომწარმოებლებისთვის ამერიკული ბაზარი ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს, რაც სავაჭრო დავის გამწვავების შემთხვევაში მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE