მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის ტელეფონის გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო
ტრამპის ტელეფონის გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო

ტრამპის ტელეფონის გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო

BM.GE15 მაისი, 2026, 04:45|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის მიერ შექმნილი Trump Mobile-ის პირველი მოდელის, T1-ის გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტ ობრაიენმა გაავრცელა.

როგორც ირკვევა, მოწყობილობებს მიიღებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც წინასწარი შეკვეთა უკვე გააფორმეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ წარმოების მრავალთვიანი შეფერხება ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ტესტირების აუცილებლობით იყო გამოწვეული. არსებული ინფორმაციით, მომხმარებლები კუთვნილ სმარტფონებს უახლოესი კვირების განმავლობაში მიიღებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სმარტფონი T1 Snapdragon-ის ჩიპზე მუშაობს და Android-ის ოპერაციული სისტემით არის აღჭურვილი. მოწყობილობას 6.78-ინჩიანი AMOLED ეკრანი, 50-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 5,000 ამპერის მოცულობის ელემენტი აქვს. სმარტფონის ფასი ამჟამად $499-ს შეადგენს.

აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიამ წარმოების თავდაპირველი გეგმა შეცვალა. თუ ადრე Trump Mobile-ი აცხადებდა, რომ ტელეფონი სრულად აშშ-ში დამზადდებოდა, ახლა წარმოება „პრივილეგირებულ ქვეყანაში“ ხორციელდება. საბოლოო აწყობის პროცესი კი ფლორიდის შტატში სრულდება. საყურადღებოა, რომ ამ "პრივილეგირებულ ქვეყანას" პრეზიდენტის ოჯახის კომპანია არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ Trump Mobile-ი 2025 წლის ივნისში დაანონსდა. სმარტფონ T1-ის გამოშვება თავდაპირველად იმავე წლის აგვისტოში იგეგმებოდა. თუმცა, აშშ-ში ფართომასშტაბიანი წარმოების სირთულეების გათვალისწინებით, პროექტი რამდენჯერმე გადავადდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

BM.GE

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

BM.GE

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

BM.GE

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE