მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის თქმით, ის კევინ უორშის გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა
ტრამპის თქმით, ის კევინ უორშის გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა

ტრამპის თქმით, ის კევინ უორშის გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა

BM.GE21 მაისი, 2026, 02:11|bm.ge

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან მიმართებით რიტორიკა შეცვალა და აღნიშნა, რომ ფედერალური რეზერვის ახალ ხელმძღვანელს, კევინ უორშს სრულ თავისუფლებას მისცემს.

პრეზიდენტმა პოზიცია გამოცემა Washington Examiner-თან ინტერვიუში დააფიქსირა და ის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს აქამდე არსებულ პოზიციასთან შედარებით, რადგან, მოგეხსენებათ, ტრამპი აქტიურ ზეწოლას ახორციელებდა FED-ის ყოფილ ხელმძღვანელ ჯერომ პაუელზე და მას განაკვეთის შემცირებას აიძულებდა, თუმცა უშედეგოდ.

თავად დონალდ ტრამპის პასუხი მოჰყვა კითხვას იმის შესახებ, შეამცირებს თუ არა კევინ უორში საპროცენტო განაკვეთებს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური ბაზრები ამჟამად განაკვეთის შესაძლო ზრდას უფრო პროგნოზირებენ, ვიდრე შემცირებას.

ამასთან, კევინ უორშმა სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ მას თეთრი სახლისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირების პირობა არ მიუცია. FED-ის ახალმა თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მისთვის კონკრეტული მონეტარული გადაწყვეტილების მიღება არასდროს უთხოვია და უწყება მონეტარულ პოლიტიკას დამოუკიდებლად გაატარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

BM.GE

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობქარხნებმა წარმოება გაზარდეს

BM.GE

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დარჩელის N2 საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

BM.GE

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE