მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს
ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 16:16|bm.ge

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიზელის ექსპორტის აკრძალვას არ დააწესებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, საგანგებო რეზერვებიდან ბაზარზე კოორდინირებულად გამოიტანონ 100 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

G7-ის განცხადებით, რეზერვების გამოყოფა დაუყოვნებლივ დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, პროცესის პირველი 20 დღის განმავლობაში ბაზარს დიზელის „არსებითი რაოდენობა“ მიეწოდება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს G7-ის წევრ ქვეყნებს შორის ენერგომატარებლებსა და ნავთობპროდუქტებზე საექსპორტო შეზღუდვების დაწესებისგან თავის შეკავებას.

საწვავზე ფასების ზრდის ფონზე, ტრამპი ბოლო კვირების განმავლობაში დიზელის ექსპორტის შესაძლო აკრძალვაზე აქტიურად საუბრობდა. იგი აფრთხილებდა პარტნიორებს, რომ აშშ ექსპორტს იმ შემთხვევაში შეზღუდავდა, თუ ევროპული ქვეყნები საკუთარი საგანგებო მარაგებიდან მეტ საწვავს არ გამოყოფდნენ.

ირანის ომის დაწყებისა და სპარსეთის ყურის მომპოვებლებისგან მიწოდების შეფერხების შემდეგ, ევროპა განსაკუთრებით დამოკიდებული გახდა ამერიკული დიზელის იმპორტზე.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპორტის აკრძალვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვინაიდან ევროპას დიზელის საკმარისი მარაგები აქვს და აშშ-თან ერთად ბაზრის სტაბილიზაციაში „მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვან წვლილს“ შეიტანს.

„ევროპა ახლახან დათანხმდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს დიზელის საწვავის თავისი დიდი მარაგების მასშტაბური გამოყოფა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცესრუსთავი 2
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში მომავალ კვირას გაიმართებაფორმულა
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE