მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა IRS-ის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიტანა და აშშ-ში $1.8-მილიარდიანი ფონდი შექმნა
ტრამპმა IRS-ის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიტანა და აშშ-ში $1.8-მილიარდიანი ფონდი შექმნა

ტრამპმა IRS-ის წინააღმდეგ სარჩელი უკან გაიტანა და აშშ-ში $1.8-მილიარდიანი ფონდი შექმნა

BM.GE21 მაისი, 2026, 23:30|bm.ge

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი უკან გაიტანა. სარჩელი მისი საგადასახადო დეკლარაციების გაჟონვას ეხებოდა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია 1.77 მილიარდი დოლარის მოცულობის "ანტი-ვეპონიზაციის" ფონდს შექმნის, რომელიც ტრამპის ზოგიერთ პოლიტიკურ მოკავშირეს კომპენსაციას გადაუხდის.

ფლორიდაში გასაჯაროებულ სასამართლო დოკუმენტში გარიგების პირობები (მათ შორის ის, მორიგდნენ თუ არა მხარეები) არ არის დაკონკრეტებული.

თუმცა, იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) 1.77 მილიარდი დოლარის მოცულობის "ანტი-ვეპონიზაციის ფონდის" შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც უზრუნველყოფს "სისტემურ პროცესს იმ პირთა საჩივრების მოსასმენად და დასაკმაყოფილებლად, რომლებიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (weaponisation) და სამართლებრივი დევნის (lawfare) მსხვერპლნი გახდნენ".

თავის პრესრელიზში DOJ-მ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმების ნაწილი იყო.

გასულ კვირას ABC News-მა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მზად იყო სარჩელი უკან გაეტანა იმ გარიგების სანაცვლოდ, რომელიც ამ ფონდს შექმნიდა. ფონდის მიზანი ტრამპის იმ მოკავშირეების კომპენსირებაა, რომელთა მიმართაც, სავარაუდოდ, უსამართლო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა.

ტრამპმა, მისმა ზრდასრულმა შვილებმა - დონალდ ტრამპ უმცროსმა და ერიკ ტრამპმა, ასევე Trump Organization-მა იანვარში IRS-ს უჩივლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სააგენტოს მეტი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ პრეზიდენტის პირველი ვადის დროს ყოფილ კონტრაქტორს მათი საგადასახადო დეკლარაციები მედიისთვის არ გადაეცა.

საქმე ეხება IRS-ის ყოფილი კონტრაქტორის, ჩარლზ ლიტლჯონის მიერ 2019 და 2020 წლებში ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების გაჟონვას მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის New York Times-ისა და ProPublica-სთვის.

Times-ი 2020 წელს წერდა, რომ ამ დეკლარაციების თანახმად, ტრამპმა მრავალი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი მცირე ოდენობით ან საერთოდ არ გადაიხადა.

2023 წელს პროკურატურამ ლიტლჯონს ტრამპისა და ათასობით სხვა მდიდარი ამერიკელის საგადასახადო ჩანაწერების მედიაში გაჟონვისთვის ბრალი წაუყენა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკური მოტივებით მოქმედებდა. მოგვიანებით ლიტლჯონმა არასათანადო გასაჯაროებაში ბრალი აღიარა და მოსამართლემ მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დოკუმენტში პოტენციური გარიგების პირობები არ იყო ნახსენები, პრეზიდენტის მიერ თავისი პოლიტიკური მოკავშირეების დასაცავად ფონდის შექმნის ამბავმა მწვავე რეაქცია გამოიწვია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ფინანსური შედეგები აქვს Walmart-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს Walmart-ს?

BM.GE

SoftBank-ის აქციები 20%-ით გაიზარდა – მიზეზი NVIDIA-ს შედეგებია

SoftBank-ის აქციები 20%-ით გაიზარდა – მიზეზი NVIDIA-ს შედეგებია

BM.GE

AI-ის გამო, Intuit-მა 3 000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

AI-ის გამო, Intuit-მა 3 000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

BM.GE

ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ $181 მილიონად გაიყიდა

ჯექსონ პოლოკის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ $181 მილიონად გაიყიდა

BM.GE