
ტრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაცია UFC-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, დანა უაითს შესთავაზა.
Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში სახელმწიფოს მეთაურმა უაითი „მებრძოლად და მეომრად“ მოიხსენია და მას შეთავაზების მიღებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ტრამპმა სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ასისტენტებად ცნობილი მებრძოლების, მათ შორის ისლამ მახაჩევის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, ჯასტინ გეიჯის, დენიელ კორმიეს, ამანდა ნუნესისა და კაილა ჰარისის მოყვანა სთხოვა. მან განმარტა, რომ ზოგიერთი სპორტსმენის უცხოური წარმომავლობის მიუხედავად, ადმინისტრაციას „შეშლილი მემარცხენეებისგან“ თავდასაცავად სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება.
რაც შეეხება თავად დანა უაითის პოზიციას, ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდა თუ არა UFC-ის ხელმძღვანელი პრეზიდენტის წინადადებას. აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადების გავრცელებიდან მალევე, მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზის ტრიბუნასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა - „შემდეგი ეტაპისკენ“ (On to the next Chapter) დაურთო.
ცნობისთვის, თეთრი სახლი მუდმივ პრესმდივანს მიმდინარე წელს კაროლინ ლევიტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ეძებს. ტრამპმა ამ პოსტზე პოლიტიკური მიმომხილველი კეიტი ზაქარია დანიშნა, თუმცა ის ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მხოლოდ ერთი მოკლე ბრიფინგის ჩატარების შემდეგ გაათავისუფლეს.
BM.GE
წყარო: bm.ge