მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ - ირაკლი კობახიძე
TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ - ირაკლი კობახიძე

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ - ირაკლი კობახიძე

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 03:08|bm.ge

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ძალიან გაზრდილია ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა შვიდჯერ არის გაზრდილი, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.

„რაც შეეხება TRIPP-ის მარშრუტს, რაც არის ალტერნატიული მარშრუტი, ჩვენ კონკურენტად ამას არ განვიხილავთ. მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო - არის ძალიან გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ TRIPP-ის მარშრუტს ან რაიმე სხვა მარშრუტს შეუძლია რაიმე არსებითი პრობლემა შეუქმნას ტრადიციულ მარშრუტებს, რომელიც გადის საქართველოზე. მათ შორის ეს ეხება ანაკლიას. ანაკლიის მიმართ დაინტერესება არის ძალიან დიდი და ეს დაინტერესებაც მეტყველებს თავისთავად იმაზე, რომ კონკურენტი ანაკლიის მარშრუტს და საქართველოს მარშრუტს არ ჰყავს.

ზოგადად, 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვა, რასაც სჭირდება ახალ-ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ეს არის, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, ეს არის საავიაციო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო მგზავრების გადაყვანის კუთხით, არამედ ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც. ავტობანები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები - ჩვენი გეგმის მიხედვით, 2031 წელს უკვე ყველა ავტობანი, ყველა ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა იყოს აშენებული. 2030-შიც შეიძლება ყველას აშენება, ერთი მონაკვეთი შეიძლება დარჩეს 2031 წლისთვის. ასევე რკინიგზის შემდგომ მოდერნიზაციაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რის საფუძველზეც გაიზრდება როგორც მატარებლების მოძრაობის ტემპი, ასევე ზოგადად ტვირთბრუნვა გაიზრდება რკინიგზის მეშვეობით“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ახალი მარშრუტი კონკურენტი კი არა, შემავსებელი იქნება.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ TRIPP-ი არ არის კონკურენტი ჩვენი მარშრუტისთვის. იქნება რეალურად შემავსებელი იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს შუა დერეფანში ფიქსირდება. ჩვენ მთავარია, რომ ბოლომდე მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც გვაქვს დაკავშირებადობის კუთხით დღეს დასახული“.

აღსანიშნავია, რომ „ტრამპის მარშრუტი“ რომლითაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო, საავტომობილო, გაზისა და ნავთობის მილსადენების, ციფრული ინფრასტრუქტურის [ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალი] განვითარებაა ჩაფიქრებული - ერთგვარი პარალელური გზაა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს გავლით დღემდე მოქმედი ტრადიციული სატრანზიტო გზისა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„ასოცირებისა და DCFTA-ის ვალდებულებების დაახლოებით 90% შესრულებული გვაქვს“ - ირაკლი კობახიძე

„ასოცირებისა და DCFTA-ის ვალდებულებების დაახლოებით 90% შესრულებული გვაქვს“ - ირაკლი კობახიძე

BM.GE

„დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ ფასები აღარ გაეზარდათ“ - კობახიძე

„დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ ფასები აღარ გაეზარდათ“ - კობახიძე

BM.GE

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება|ინვესტიცია ₾20 მილიონს აჭარბებს

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება|ინვესტიცია ₾20 მილიონს აჭარბებს

BM.GE

პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზე

პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზე

BM.GE