მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წოდებები, პარლამენტი, მთავრობა - მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგია "ოცნების" ხელისუფლებაში
წოდებები, პარლამენტი, მთავრობა - მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგია "ოცნების" ხელისუფლებაში

წოდებები, პარლამენტი, მთავრობა - მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგია "ოცნების" ხელისუფლებაში

BM.GE27 აგვისტო, 2026, 22:28|bm.ge

დღეს მამუკა მდინარაძემ, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს და რომელსაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა, განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

მდინარაძე "ოცნების" ხელისუფლებაში 10 წელია სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის თავდაპირველად საკანონმდებლო, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო.

პარლამენტში

მამუკა მდინარაძე "ოცნების" სიიდან არჩეულ იქნა სამი მოწვევის პარლამენტში. კერძოდ: 2016-2020 და 2020-2024 წლებში იყო "ოცნების" დეპუტატი, ასევე იკავებდა სხვადასხვა დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას. მდინარაძე მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იყო 2024 წლიდან 2025 წლის სექტემბრამდე.

სუს-ი და წოდებები

2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე კი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში მან მიიღო რამდენიმე წოდება, კერძოდ:

• 2025 წლის 3 სექტემბერს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა, • 23 ოქტომბერს - უფროსი ლეიტენანტის წოდება; • 25 დეკემბერს ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება; • 26 დეკემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის; • 2026 წლის 9 მარტს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა; • 8 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება; • 2026 წლის 20 აპრილს კი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდება.

2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე მამუკა მდინარაძე წელს შექმნილ სტრუქტურას სამართალდამცავ უწყებათა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს" ედგა სათავეში. მის ფუნქციებს სუს-ს; შსს-სა და პროკურატურას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. თუმცა, აქედან დაახლოებით სამ თვეში, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამსახური არსებობას აღარ გააგრძელებდა, მდინარაძე კი ახალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა.

29 ივლისვე გახდა ცნობილი, რომ მდინარაძე ერთი თვით რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნებოდა, ხოლო სექტემბრიდან ახალი უწყების - სექტემბრიდან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა ემუშავა.

რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე - წაიკითხეთ ვრცლად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 135 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილაიმედი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →ოცნების →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა მცირედით გაიზარდა

მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა მცირედით გაიზარდა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

BM.GE

"ეს იქნება დროებითი. სკოლის რეაბილიტაციის ან მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ სხვაგან გამოვიყენებთ" - მინისტრი "ასაწყობ სკოლებზე"

"ეს იქნება დროებითი. სკოლის რეაბილიტაციის ან მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ სხვაგან გამოვიყენებთ" - მინისტრი "ასაწყობ სკოლებზე"

BM.GE