მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ გენერაციის შეზღუდვის საკითხი არ გადაწყდება, აუქციონზე ალბათ, მაღალი ფასი დაფიქსირდება - ლევან ვეფხვაძე
თუ გენერაციის შეზღუდვის საკითხი არ გადაწყდება, აუქციონზე ალბათ, მაღალი ფასი დაფიქსირდება - ლევან ვეფხვაძე

თუ გენერაციის შეზღუდვის საკითხი არ გადაწყდება, აუქციონზე ალბათ, მაღალი ფასი დაფიქსირდება - ლევან ვეფხვაძე

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 03:45|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მაღალი ინფლაციის ფონზე ენერგეტიკაში არსებული ტარიფები ვეღარ უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის მისაღებ უკუგებას, რის გამოც აუცილებელია მათი დროული და გონივრული გადახედვა.

იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გენერაციის შეზღუდვაა, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ აუქციონის გამოცხადებამდე უნდა გადაწყდეს, როგორ დაეზღვევა ეს რისკები და გაიზრდება თუ არა ჰიდროსადგურებისთვის კომერციული ნაწილის დაზღვევის ვადა (არსებული 8 თვიდან). წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტორები იძულებულნი იქნებიან, რისკების დასაბალანსებლად აუქციონზე ძალიან მაღალი ტარიფები დააფიქსირონ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან გამართული შეხვედრიდან გახდა ცნობილი, ეკონომიკის სამინისტრო ახალ სიმძლავრის/ტარიფის აუქციონზე მუშაობს.

“ინფლაცია იმდენად მაღალია, თუ არ მოხდება ტარიფების დროული, გონივრული გადახედვა, მშენებლობები ვერ განხორციელდება. რაც უფრო დრო გადის, ის ტარიფი, რომელიც აუცილებელია, მცირედით მაინც უზრუნველყოს უკუგება რაღაც მინიმალური ვადით, რაც შეიძლება ინვესტორებისთვის დღეს მისაღები იყოს, ამასაც ვეღარ უზრუნველყოფს, გამომდინარე დანახარჯების ზრდიდან, ამიტომ რაც უფრო სცდება მშენებლობისთვის აუცილებელი ტარიფი და ბაზარზე არსებული ტარიფი ერთმანეთს, მით უფრო დღის წესრიგში დგება ამ ტარიფების გადახედვა იმისათვის, რომ ინვესტორებმა გარანტირებულად მიიღონ მინიმალური უკუგება.

მინისტრმა თქვა, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის ისინი აპირებენ საჯარო გახდეს ეს პროცესი. უკვე აუქციონი გამოცხადდება თუ ეს იგულისხმება, რომ პროცესს გახსნიან და დოკუმენტს უკვე გაგვაცნობენ, ამას დრო გვიჩვენებს და ვნახოთ.

ჩვენ როცა ვსაუბრობთ აუქციონის ახალ მოდელზე, ახალ მოდელშიც იგულისხმება, ერთი მხრივ, კომერციული რისკების ამ ფორმით დაზღვევა: თუ შეიძლება მომავალში განმეორდეს მსგავსი დაღვრები, რა ფორმით, როგორ; რვათვიანი იქნება კომერციული ნაწილის დაზღვევა, როგორც აქამდე იყო, თუ ამ თვეების რაოდენობა გაიზრდება — მაგალითად, მზეს 12 თვე აქვს, ჰიდროს 8 თვე — იზრდება თუ არა ამ რვა თვის რაოდენობა? შეიძლება ამან ნაწილობრივ გაზარდოს ინვესტორების მხრიდან პროცესის მიმართ სანდოობა.

ერთი რამე ცალსახაა, რომ თუ ეს საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი მანამ, სანამ აუქციონი გამოცხადდება და აუქციონის ნაწილი არ იქნება დაღვრების თემა და თუნდაც თვეების და ტარიფების [გადახედვა], აუქციონზე ალბათ ძალიან მაღალი ფასი დაფიქსირდება, რის სურვილი, მე მგონი, არავის არა აქვს. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რისკების დაზღვევის ნაწილში ყველა ინვესტორი იძულებული იქნება, საკმაოდ მაღალი ტარიფი დადოს”,-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორიტვ პირველი
  • პენტაგონის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ირანის ომსა და იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრაფორმულა
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

Lamborghini-მ სრულად ელექტრომობილების გამოშვება მინიმუმ 2030 წლამდე გადადო - კომპანია აქცენტს ჰიბრიდებზე აკეთებს

Lamborghini-მ სრულად ელექტრომობილების გამოშვება მინიმუმ 2030 წლამდე გადადო - კომპანია აქცენტს ჰიბრიდებზე აკეთებს

BM.GE

სომხეთი, ბოდრუმი, ბენინი, გვატემალა - Condé Nast Traveler-მა საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გზამკვლევი გამოაქვეყნა

სომხეთი, ბოდრუმი, ბენინი, გვატემალა - Condé Nast Traveler-მა საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გზამკვლევი გამოაქვეყნა

BM.GE

შრომითი ძალის ინდოეთიდან შემოყვანაზე ვფიქრობთ - ლაშა პაპაშვილი

შრომითი ძალის ინდოეთიდან შემოყვანაზე ვფიქრობთ - ლაშა პაპაშვილი

BM.GE

წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა - რამდენი დაზოგა სახელმწიფომ სოცდაუცველთა გადამოწმებით?

წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა - რამდენი დაზოგა სახელმწიფომ სოცდაუცველთა გადამოწმებით?

BM.GE