მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თუ ირანი პირობებს არ დათანხმდება, ის ძლიერად დაიბომბება" – ტრამპი
"თუ ირანი პირობებს არ დათანხმდება, ის ძლიერად დაიბომბება" – ტრამპი

"თუ ირანი პირობებს არ დათანხმდება, ის ძლიერად დაიბომბება" – ტრამპი

BM.GE6 მაისი, 2026, 21:13|bm.ge

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არ დათანხმდება, ირანის დაბომბვა ბევრად უფრო მაღალი ინტენსივობით განხორციელდება.

"თუ ირანი დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, რაც დიდი დაშვებაა, მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული “ეპიკური რისხვა” დასრულდება, ხოლო მეტად ეფექტური ბლოკადა უზრუნველყოფს, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილი იყოს ყველასთვის, მათ შორის ირანისთვისაც. თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვა და სამწუხაროდ, ბევრად უფრო მაღალი სიძლიერითა და ინტენსივობით განხორციელდება, ვიდრე მანამდე იყო" – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ დაასრულებს, ხოლო მოქმედი ბლოკადა ჰორმუზის სრუტის ყველა მხარისთვის, მათ შორის ირანისთვის მოიხსნება.

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რასაც Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი თეირანისგან რამდენიმე საკვანძო პუნქტზე პასუხს უახლოესი 48 საათის განმავლობაში ელოდება, რაც ერთგვერდიანი მემორანდუმის საფუძველი უნდა გახდეს. პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ამჟამად აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 14-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას აფასებენ.

სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობაზე ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა გლობალურ ბაზრებზეც იქონია. ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა, ხოლო ამერიკულმა ფიუჩერსებმა, ევროპულმა აქციებმა და სახელმწიფო ობლიგაციებმა ზრდა დააფიქსირეს.

არსებული ვითარების ფონზე, პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ წინადადების წარდგენა უახლოეს დღეებში მოსალოდნელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE