მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თუ სვანეთს ბუნებრივი აირი მიეწოდება, ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულოდ ჩაივლის" -"ვილა ჩელო" მესტიის გამრიცხველიანებაზე
"თუ სვანეთს ბუნებრივი აირი მიეწოდება, ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულოდ ჩაივლის" -"ვილა ჩელო" მესტიის გამრიცხველიანებაზე

"თუ სვანეთს ბუნებრივი აირი მიეწოდება, ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულოდ ჩაივლის" -"ვილა ჩელო" მესტიის გამრიცხველიანებაზე

BM.GE2 ივნისი, 2026, 23:14|bm.ge

მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმროს "ვილა ჩელო" დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი მესტიის მასშტაბურ გამრიცხველიანებას ნეგატიურად აფასებს. მისი განცხადებით, არსებული მიდგომა სვანეთის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, ელექტროენერგიაზე სტანდარტული ტარიფით და პირდაპირი გამრიცხველიანებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ბუნებრივი აირი არ არის ხელმისაწვდომი, ფაქტობრივად ზამთრის სეზონზე მესტიაში ცხოვრების და ტურისტული საქმიანობის გართულებას გამოიწვევს.

„ფაქტია, რომ ამ სიტუაციას გამოსავალი სჭირდება, თუმცა სტანდარტული ტარიფით და პირდაპირი გამრიცხველიანებით მიდგომა, სვანეთის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. ბევრს შეიძლება არ ესმოდეს და ჰგონია, რომ ეს უბრალოდ ახირებაა, თუმცა სინამდვილეში სვანეთს ელექტროენერგიაზე შეღავათი ნამდვილად სჭირდება, რადგან რეგიონში ბუნებრივი აირი არ არის. ამ პირობებში, სტანდარტული ტარიფით გადასვლა ზამთრის სეზონზე მესტიაში ცხოვრებასა და საქმიანობას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის”, - აცხადებს ის.

თეთრაშვილი მიიჩნევს, რომ ვითარება გადახედვას საჭიროებს და საჭიროა ისეთი შუალედური მოდელის მოძიება, რომელიც მოსახლეობისთვის ტარიფების გარკვეულ შეღავათებს ან დაბალ მოხმარებაზე სპეციალურ პირობებს გაითვალისწინებს.

როგორც ის აღნიშნავს, სვანეთის შემთხვევაში ინფრასტრუქტურული გამოწვევების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, რაც ენერგომოხმარებას მთლიანად ელექტროენერგიაზე დამოკიდებულს ხდის.

“თუ სვანეთს ბუნებრივი აირი მიეწოდება, ეს პროცესი სრულიად უმტკივნეულოდ ჩაივლის და დამატებითი პრობლემები აღარ იარსებებს. თუმცა სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, აუცილებელია გარკვეული საშეღავათო ტარიფის შემუშავება - მაგალითად, დაბალ მოხმარებაზე ან მსგავს პირობებზე. ეს მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის, რომელიც შესაძლოა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს“,- თქვა მან.

ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე საუბრისას ის ამბობს: „ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, აი რა არის კიდევ უფრო მეტად წახალისება, იმიტომ რომ ბუნებრივი რესურსი იმდენი გვაქვს... ერთადერთი რაც გვჭირდება არის, რომ უფრო მოკლე დროში შეძლონ დამსვენებლებმა ჩვენამდე მოსვლა".

ინფორმაციისთვის, 1-ელ ივნისს, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესტიის მასშტაბური გამრიცხველიანება დაიწყება, რაც კრიპტომაინინგის (ციფრული ვალუტის მოპოვების) პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

McDonald’s-მა გლობალური განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა

McDonald’s-მა გლობალური განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა

BM.GE

ალბანეთში ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მდიდრული კურორტის პროექტს იძიებენ

ალბანეთში ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მდიდრული კურორტის პროექტს იძიებენ

BM.GE

რძის პროდუქტები, ხე-ტყის მასალა, სპირტიანი სასმელები, ღვინო... - რით ვაჭრობს საქართველო ბელარუსთან?

რძის პროდუქტები, ხე-ტყის მასალა, სპირტიანი სასმელები, ღვინო... - რით ვაჭრობს საქართველო ბელარუსთან?

BM.GE

სად არის ყველაზე სწრაფი რკინიგზა და მატარებლები?

სად არის ყველაზე სწრაფი რკინიგზა და მატარებლები?

BM.GE