მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაცია ყაზახეთსა და უზბეკეთში საქართველოს პოპულარიზაციაში თითქმის 300 000 დოლარს დახარჯავს
ტურიზმის ადმინისტრაცია ყაზახეთსა და უზბეკეთში საქართველოს პოპულარიზაციაში თითქმის 300 000 დოლარს დახარჯავს

ტურიზმის ადმინისტრაცია ყაზახეთსა და უზბეკეთში საქართველოს პოპულარიზაციაში თითქმის 300 000 დოლარს დახარჯავს

BM.GE21 ივლისი, 2026, 18:32|bm.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთსა და უზბეკეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით ყაზახურ კომპანიას 299 625 დოლარის ხელშეკრულება გაუფორმა. Remark Digital Agency LLP-თან 15 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება და 2027 წლის 31 იანვრამდე იქნება მოქმედი, თუმცა უშუალოდ მარკეტინგული ღონისძიებები ივლის-ოქტომბერში არის დაგეგმილი.

სარეკლამო კამპანია მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, მათ შორის:

• B2B ღონისძიებები: ალმათიში "Georgia Travel Marketplace"-ის და ტაშკენტში "Georgia Air & Tourism Forum"-ის ორგანიზება, სადაც გაიმართება შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, ავიაკომპანიებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. • მედიის წარმომადგენლების, ბლოგერების/ინფლუენსერებისა და ტურ-ოპერატორების მოწვევა საქართველოში. • ციფრული და PR მარკეტინგი: რეკლამირება სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებში (Meta, TikTok, Google, YouTube, Telegram), ასევე სტატიების გამოქვეყნება წამყვან ადგილობრივ მედიასაშუალებებში. • პარტნიორობა Easy Booking-თან: უზბეკეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ პლატფორმასთან ინტეგრაცია ქართული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწიაიმედი
  • რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 1-ელ სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინატვ პირველი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE