მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ტურიზმის ადმინისტრაციამ სანიტარული კვანძების მდგომარეობა მოიკვლია"|რა ეტაპზეა 100 ტუალეტის პროექტი?
"ტურიზმის ადმინისტრაციამ სანიტარული კვანძების მდგომარეობა მოიკვლია"|რა ეტაპზეა 100 ტუალეტის პროექტი?

"ტურიზმის ადმინისტრაციამ სანიტარული კვანძების მდგომარეობა მოიკვლია"|რა ეტაპზეა 100 ტუალეტის პროექტი?

BM.GE14 მაისი, 2026, 14:00|bm.ge

ტურისტულ ზონებსა და ღირსშესანიშნაობების მიმდებარედ 100 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა, მაგრამ პროექტს გარკვეული პროგრესი აქვს.

ტურისტულ ადგილებში ბიოტუალეტების მოწყობას, უკვე წლებია, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ, მაგრამ პრობლემის გადაჭრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

"დატოვეთ კაბინეტები და ერთად გავიაროთ მარშრუტები, სადაც ტურისტები მიგვყავს"|გიდის ფოტო-ვიდეო არქივი

"გიდები ტურებს იმის მიხედვით გეგმავენ, სადაა უკეთესი ტუალეტი... ტურიზმი მხოლოდ ციფრები არაა"|შეფასება

„მოდი, მოვაგვაროთ ბიოტუალეტების თემა“ - ჰოტელიერი

როგორც BMG-ის მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურისტული ობიექტებისა და სხვა ლოკაციების სანიტარული კვანძების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და ამჟამად, პროექტზე მუშაობა მგფ-მა გააგრძელა.

საქმე ის არის, რომ ტურისტულ ზონებში 100 საზოგადოებრივი ტუალეტის ასაშენებლად ბაზრის კვლევა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში გამოაცხადა, მაგრამ არავინ დაინტერესდა.

BMG-ის მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული საკადასტრო კოდების საფუძველზე, ფონდმა უკვე დაიწყო შესაბამის მიწის ნაკვეთებსა და არსებულ სანიტარულ კვანძებზე ადგილზე შესწავლის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ ბაზრის კვლევას ხელახლა გამოაცხადებენ.

მგფ-ის განმარტებით, ფონდი სწავლობს: საინჟინრო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას (წყალი, წყალარინება, ელექტროენერგია); მიწის ნაკვეთების სამართლებრივ სტატუსსა და გამოყენების შესაძლებლობას; არსებული სანიტარული კვანძების ტექნიკურ მდგომარეობას და რეაბილიტაციის მიზანშეწონილობას და სხვა.

ამ ეტაპზე ფონდის მიერ უკვე შესწავლილია შემდეგი რეგიონები და ლოკაციები: კახეთში - 11 ლოკაცია; მცხეთა-მთიანეთში - 7 ლოკაცია; შიდა ქართლში - 8 ლოკაცია; ქვემო ქართლში - 11 ლოკაცია.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ კვლევას შემდეგ კვირაში დაასრულებენ.

“აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ, ფონდი შეიმუშავებს ტექნიკურ დავალებას, რომლის საფუძველზეც თავდაპირველად გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ხოლო შემდეგ ტენდერი (სხვადასხვა რეგიონში სანიტარული კვანძების მშენებლობასა და/ან რეაბილიტაციაზე).

ამ დროისთვის ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ რეგიონებში გამოცხადდება ტენდერი პირველ ეტაპზე. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება მიმდინარე შესწავლის შედეგების საფუძველზე”, - მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE