ორიგინალი
UEFA ბათუმში გამართულ მატჩისას მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნის
BM.GE·12:10

UEFA ბათუმში გამართულ მატჩისას მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნის

27 ნოემბერი, 2026 · 12:10

UEFA 26 ნოემბერს, ბათუმში თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელურ "ჰაპოელ ბეერ-შევას" შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე საკუთარ პასუხისმგებლობას იხსნის. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო - UEFA-ს მიერ გუშინდელ ინციდენტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომენტარი გაავრცელა

საქმე ის არის, რომ ბათუმის "აჭარაბეთ არენას" სტადიონზე თურქული და ისრაელური გუნდების მატჩის დროს "ბეშიქთაშის" გულშემატკივრების მხრიდან გამოფენილ პალესტინის დროშის გამო თურქ ქომაგებსა და ქართულ პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. UEFA-ს რეგლამენტის თანახმად სტადიონზე პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება აკრძალულია. ისრაელსა და პალესტინას შორის პოლიტიკური კონფლიქტია ათწლეულებია მიმდინარეობს, თურქეთში კი პრო-პალესტინური განწყობაა. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ისრაელ-ღაზას ომი დროს დაიძაბა. ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.

მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით UEFA-ში აცხადებენ:

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეფას ევროპა ლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე აღარ გაიმართებოდა, UEFA-ს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების რჩევისა და მითითებების საფუძველზე აცნობა. იმავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ახალ შეთანხმებულ ადგილად საქართველოში, ბათუმის "აჭარაბეთ არენა" შეირჩა.

როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა - UEFA არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ გააჩნდა კონტროლი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-ს ხელთ არსებული ცნობებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ ქომაგთა სექტორში თავად "ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად ჩაერია".

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მატჩის დაწყებამდე ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა, რაც სტადიონზეც გაგრძელდა. შსს-ში უარყოფენ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას პროპალესტინური დროშებისა და ბანერების გამოფენასთან კავშირს.

"მათ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გაუწიეს წინააღმდეგობა სამართალდამცველებს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათ. მათ დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკამები, რომლებიც შემდგომ სამართალდამცველების მიმართულებით ისროლეს, რითაც საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიციამ ძალადობის აღსაკვეთად, ინციდენტების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები მიიღო, მათ შორის გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები. გულშემატკივართა ქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს".

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ სხვა სტამბოლური კლუბები "ფენერბახჩე" და "გალათასარაი":

"ფენერბახჩე": “ჩვენ "ბეშიქთაშის" გვერდით ვდგავართ. სასტიკად ვგმობთ ბეშიქთაშის მატჩამდე და მის დროს ჩვენს მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმებს. მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალი იქნა გამოყენებული. ისინი, როგორც ყველა თურქი მოქალაქე, პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას გამოხატავენ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით თურქული სპორტისა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ უსამართლობის ყველა ფორმას.” "გალათასარაი": “ჩვენთვის მიუღებელია, რომ თურქულ კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე საკუთარ მოედნებზე, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშის უფლება ერთმევათ. უეფამ უნდა შეწყვიტოს ჩვენი კლუბების მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენება და ისეთი პრაქტიკა, რომელიც თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება! დღეს ბეშიქთაშის გულშემატკივრებს ქართული პოლიციის დანაყოფები სასტიკად, ძალის გადამეტებით გაუსწორდნენ. როგორც გალათასარაის საფეხბურთო კლუბი, ბეშიქთაშისა და მათი დაზარალებულები გულშემატკივრების გვერდით ვდგავართ”.

ასევე სოციალურ პლატფორმა X-ზე მომხდარს ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიაც გამოეხმაურა: "ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UEFA ბათუმში გამართულ მატჩისას მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნის

თემა: ბათუმში

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·07:59
    თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი - მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას
  • აიპრესი·06:10
    შსს: ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
  • ფორმულა·05:53
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • რუსთავი 2·05:52
    ბათუმში, თურქეთის "ბეშიქთაშისა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ შევას" მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბათუმში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·12:38

ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე დაწესებული გადასახადის დადგენილება სრულად

ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე დაწესებული გადასახადის დადგენილება სრულად
BM.GE·12:13

მთავრობის დადგენილება ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის დაწესებაზე სრულად

მთავრობის დადგენილება ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის დაწესებაზე სრულად
BM.GE·11:44

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება
BM.GE·11:38

9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა

9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.