მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „უფასო ელექტროენერგია არავის განუსაზღვრავს, მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაეხადათ“ - სემეკის წევრი მესტიაზე
„უფასო ელექტროენერგია არავის განუსაზღვრავს, მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაეხადათ“ - სემეკის წევრი მესტიაზე

„უფასო ელექტროენერგია არავის განუსაზღვრავს, მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაეხადათ“ - სემეკის წევრი მესტიაზე

BM.GE1 ივნისი, 2026, 23:15|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გივი სანიკიძემ მედიასთან საუბარში განმარტა, თუ რატომ არ ხდებოდა წლების განმავლობაში სვანეთში ელექტროენერგიის საფასურის გადახდა და რატომ ვერ ახერხებდა ენერგოკომპანია რეგიონის გამრიცხველიანებას.

ჟურნალისტების კითხვაზე, თავის დროზე სვანეთის მომხმარებლებისთვის რატომ განისაზღვრა, რომ ელექტროენერგია უფასო უნდა ყოფილიყო, რით აიხსნება ეს და რა რაოდენობის ელექტროენერგია უნდა მოეხმარათ მათ რეალურად, სემეკის წევრმა უპასუხა, რომ მსგავსი ოფიციალური შეღავათი არასდროს დაწესებულა.

„ასეთი განსაზღვრა არ ყოფილა, უბრალოდ მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ აენაზღაურებინა მოხმარებული კილოვატ საათები. ენერგოკომპანიის მხრიდან გამრიცხველიანების ბევრი მცდელობა, სამწუხაროდ, უშედეგოდ სრულდებოდა, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან წინააღმდეგობა ხვდებოდა. ამიტომ გახდა აუცილებელი მთავრობის დონეზე გადაწყვეტილების მიღება, რასაც მივესალმებით. შესაბამისად, უკვე ყველა მომხმარებელი უნდა დაექვემდებაროს იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მიიღეს და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღრიცხული კილოვატ საათების შესაბამისად უნდა მოხდეს, იმ შეღავათების გათვალისწინებით, რაც დღევანდელ [მამუკა მდინარაძის] ბრიფინგზე გაჟღერდა“, - განაცხადა გივი სანიკიძემ.

მედია ასევე დაინტერესდა, ხომ არ ელოდება მარეგულირებელი კომისია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელახალ პროტესტს ან წინააღმდეგობას გამრიცხველიანების დაწყების პროცესში, რაზეც სემეკის წევრმა აღნიშნა, რომ ამჯერად პროცესში სახელმწიფო სტრუქტურები იქნებიან ჩართულები.

„ამის შეფასება რთულია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან შესაბამისი სტრუქტურები, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი განხორციელდება წარმატებით“, - აღნიშნა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს, მთავრობამ მესტიის მუნიციპალიტეტში მასშტაბური გამრიცხველიანების დაწყება დააანონსა, რომლის მთავარი მიზანიც რეგიონში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრა და ჭარბი ელექტრომოხმარების დარეგულირებაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ გონიერ, გამართულ კანონს, რომელიც საზოგადოების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის იქნება მისაღები - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძერუსთავი 2
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკავესიმედი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE