მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინა მზად არის, რუსეთთან “მარცვლეულის ზავის” დასადებად
უკრაინა მზად არის, რუსეთთან “მარცვლეულის ზავის” დასადებად

უკრაინა მზად არის, რუსეთთან “მარცვლეულის ზავის” დასადებად

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 05:10|bm.ge

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ვსევოლოდ ჩენცოვის განცხადებით, კიევი მზადაა, რუსეთთან “მარცვლეულის ზავი” დადოს.

როგორც ირკვევა, ეს ინიციატივა შავ ზღვაში სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადამზიდ ხომალდებზე, საპორტო ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის საცავებზე სამხედრო დარტყმების ორმხრივ შეწყვეტას ითვალისწინებს. ჩენცოვის თქმით, მხარეებს შორის დიალოგის დასაწყებად და გამოსავლის მოსაძებნად ამჟამად ხელსაყრელი მომენტი უკვე შექმნილია. უკრაინელი მაღალჩინოსნის შეფასებით, თუ მოლაპარაკება ასეთ მცირე საკითხზე შესაძლებელი იქნება, ეს სამომავლოდ უფრო ფართო შეთანხმების მიღწევას გახდის შესაძლებელს.

ცნობისთვის, შავ ზღვაში ვითარება მიმდინარე წლის ზაფხულში მას შემდეგ გამწვავდა, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის ხომალდებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიშები გაახშირეს. ვიცე-პრემიერის განმარტებით, მოსკოვმა უკრაინული პროდუქციის ექსპორტის დაბლოკვა არაერთხელ სცადა, რის გამოც საპასუხო, ანალოგიური ზომის მიღება კიევსაც მოუწია. ჩენცოვის შეფასებით, სამხედრო ესკალაცია რუსეთის პოზიციებსაც დაამძიმებს, რის გამოც ომის უარყოფით შედეგებს რუსი ხალხიც პირადად იგრძნობს.

საყურადღებოა, რომ რუსული იერიშების შედეგად, გასულ წელთან შედარებით, უკრაინიდან მარცვლეულის საექსპორტო მაჩვენებელი განახევრდა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მონაცემებით კი, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, უკრაინაზე სიმინდის გლობალური ექსპორტის 15%, ხორბლის 10%, ქერის 15-20% და მზესუმზირის ზეთის 50% მოდიოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 273 სტატია.

  • ზელენსკი: რუსეთს სურს ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვოს, უკრაინა მარტო არ უნდა დარჩესფორმულა
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE