მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ ბაშკირეთში "ტრანსნეფტის" ნავთობბაზას დაარტყა
უკრაინამ ბაშკირეთში "ტრანსნეფტის" ნავთობბაზას დაარტყა

უკრაინამ ბაშკირეთში "ტრანსნეფტის" ნავთობბაზას დაარტყა

BM.GE23 ივლისი, 2026, 22:25|bm.ge

უკრაინულმა სამხედრო ძალებმა 23 ივლისის დილას ბაშკირეთში მდებარე "სუბხანკულოვოს" საწარმოო-დისპეტჩერულ სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.

როგორც ირკვევა, დრონების შეტევის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ბაშკირეთის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტში სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა მოგვიანებით დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ უპილოტო აპარატების ჩამოგდებული ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობდა, შემთხვევის ადგილზე კი ოპერატიული სამსახურები მუშაობდნენ. უწყების ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საყურადღებოა, რომ ბაშკირეთის რეგიონულ ხელისუფლებას თავდასხმის ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავის მხრივ, უკრაინულ მხარეს იერიშზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არ აუღია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმებს რეგულარულად ახორციელებენ და რთული მისახვედრი არ არის, ვისი განხორციელებულია ეს დარტყმა.

"სუბხანკულოვოს" ნავთობბაზა კომპანია "ტრანსნეფტ-ურალის" შემადგენლობაში შედის და ნავთობის მიღებას, შენახვასა და გადაქაჩვას უზრუნველყოფს. ობიექტი, რომლის რეზერვუარების ჯამური ტევადობა 40 ათას კუბურ მეტრს შეადგენს, რეგიონის რამდენიმე მაგისტრალურ ნავთობსადენს უკავშირდება და საზღვაო პორტების საშუალებით ექსპორტისთვის განკუთვნილ სისტემაში შედის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთიიმედი
  • უკრაინამ დრონებით რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE