მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ ელექტროენერგიის შესყიდვაზე ბიზნესისთვის გრძელვადიანი კონტრაქტები დაუშვა
უკრაინამ ელექტროენერგიის შესყიდვაზე ბიზნესისთვის გრძელვადიანი კონტრაქტები დაუშვა

უკრაინამ ელექტროენერგიის შესყიდვაზე ბიზნესისთვის გრძელვადიანი კონტრაქტები დაუშვა

BM.GE14 ივლისი, 2026, 15:04|bm.ge

უკრაინულ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ დააფიქსირონ ელექტროენერგიის ფასი კვარტალის, ნახევარი წლის ან ერთი წლის ვადით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ დამოკიდებულებას ბაზარზე ფასების მკვეთრ მერყეობაზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ ელექტროენერგიის ბაზარზე გრძელვადიანი კონტრაქტების მექანიზმის ასამუშავებლად მიიღო.

სამთავრობო გეგმის მიხედვით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები შეძლებენ ელექტროენერგიის ფიქსირებული პირობებით შესყიდვას გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი აუქციონების მეშვეობით.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ენერგომწარმოებლების „ენერგოატომისა“ და „უკრჰიდროენერგოს“ გენერირებული სიმძლავრეების 4% იქნება გამოყოფილი. უკრაინის მთავრობის განცხადებით, დღესდღეობით ელექტროენერგიის მომხმარებლები დამოკიდებულნი არიან მოკლევადიან შესყიდვებზე, სადაც ფასები ხშირად არასტაბილურია. მაგალითად, ზამთარში მაღალი მოთხოვნის გამო, ტარიფები მკვეთრად იზრდება, გაზაფხულსა და ზაფხულში კი იკლებს. ახალი მექანიზმი კომპანიებს საშუალებას მისცემს წინასწარ განსაზღვრონ ხარჯები, დაგეგმონ ინვესტიციები და საწარმოო პროცესები.

უკრაინის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება მხოლოდ კომერციულ სეგმენტს ეხება და მოსახლეობისთვის ტარიფები უცვლელი რჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 272 სტატია.

  • უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირაიმედი
  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

BM.GE

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

BM.GE

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

BM.GE