მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ ლაზერული იარაღის გამოცდები დაიწყო - რა ვიცით ახალ ტექნოლოგიაზე?
უკრაინამ ლაზერული იარაღის გამოცდები დაიწყო - რა ვიცით ახალ ტექნოლოგიაზე?

უკრაინამ ლაზერული იარაღის გამოცდები დაიწყო - რა ვიცით ახალ ტექნოლოგიაზე?

BM.GE2 ივლისი, 2026, 21:35|bm.ge

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა ახალი თაობის სამხედრო ტექნოლოგიები და შეიარაღება, მათ შორის ლაზერული იარაღი წარადგინა. როგორც მან განაცხადა, სამხედროებმა ულტრათანამედროვე სისტემების ტესტირება უკვე დაიწყეს და პირველადი შედეგებიც მიიღეს. მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად თავდაცვის ხარჯების შემცირებას და რუსეთიდან მომავალი საფრთხის უფრო მარტივად გამკლავებას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური კიევი ლაზერის ტექნიკურ მახასიათებლებს, გასროლის ღირებულებასა და სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მისი გამოყენება ფრონტის ხაზზე აქტიურად მალე დაიწყება.

ცნობისთვის, უკრაინული ძალები ბრძოლის ველზე ამჟამად ძირითადად დრონებს ეყრდნობიან და მათი გამოყენების არეალსაც მკვეთრად აფართოებენ. მაისში მათ 7 ათასამდე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის "შაჰიდის" და "გერბერას" ტიპის მოდელები სწორედ საკუთარი წარმოების დრონებით ჩამოაგდეს. ბოლო მასშტაბური თავდასხმის დროს კი უკრაინულმა ტექნიკამ მტრის დრონების 75% გაანადგურა. თავდაცვის უწყებამ ცოტა ხნის წინ 150 ათასი დამატებითი დრონის შესაძენად ტენდერიც გამოაცხადა.

სამინისტრო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარაკეტო სისტემების განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს. მიხაილო ფედოროვის შეფასებით, რამდენიმე ახალი პროექტი ერთ წელიწადში რეალობად იქცევა. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გამოსცადეს ათამდე კომპანიის მიერ შექმნილი ის სისტემები, რომლებსაც მტრის დრონების განადგურება გაცილებით მარტივად შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 233 სტატია.

  • Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებსიმედი
  • უკრაინამ მოსოვის ოლქს დრონებით შეუტია, ცეცხლი გაუჩნდა Wildberries-ის უდიდეს საწყობსფორმულა
  • უკრაინამ ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბატვ პირველი
  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

BM.GE

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

BM.GE

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE