მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი მეოთხე კორუფციულ საქმეზეც წაუყენეს
უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი მეოთხე კორუფციულ საქმეზეც წაუყენეს

უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი მეოთხე კორუფციულ საქმეზეც წაუყენეს

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 18:49|bm.ge

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეროვნული ერთიანობის ყოფილ მინისტრ ოლექსი ჩერნიშოვს ფიქტიური დასაქმების სქემით საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა.

უწყების განმარტებით, ჩერნიშოვმა შექმნა სქემა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში ფიქტიურად გაფორმებული ხუთი პირი ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა, რეალურად კი ეს პირები ყოფილი მინისტრის პირად მძღოლებად და მცველებად მუშაობდნენ.

ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა სამინისტროს ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელებსაც, რომლებიც ფიქტიურად დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს ყალბ დოკუმენტებს სისტემატურად აწერდნენ ხელს. როგორც ირკვევა, ამ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ფიქტიურ თანამშრომლებს ხელფასები ერიცხებოდათ.

რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრულ სხვა საქმეებს, 2025 წლის ივნისში ჩერნიშოვს ბრალი ქრთამის აღებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს. თვის ბოლოს ის ვიცე-პრემიერისა და მინისტრის თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

2025 წლის ნოემბერში ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილ მინისტრს ბრალდება უკანონო გამდიდრების კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინა, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ მონოპოლისტ Energoatom-თან დაკავშირებულ $100-მილიონიან კორუფციულ სქემას ეხებოდა.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების მიხედვით, სქემის მონაწილეებმა ჩერნიშოვს $1.2 მილიონი და €100,000 გადასცეს.

ბოლოს, 2026 წლის მაისში ჩერნიშოვს ბრალი ფულის გათეთრების მორიგ საქმეზე წაუყენეს, რაც კიევის მახლობლად ძვირადღირებული სახლების მშენებლობას უკავშირდებოდა. საგამოძიებო პროექტ Bihus.info-ს ცნობით, ამ სახლების მშენებლობას ყოფილი მაღალჩინოსანი სწორედ Energoatom-ის სქემიდან მიღებული თანხებით აფინანსებდა.

ცნობისთვის, 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოლექსი ჩერნიშოვი სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა, მათ შორის კიევის ოლქის გუბერნატორის, თემებისა და რეგიონული განვითარების მინისტრისა და სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანია Naftogaz-ის ხელმძღვანელის პოსტებზე მუშაობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მსურველთა რაოდენობა იზრდება - ბორის პისტორიუსირუსთავი 2
  • ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცატვ პირველი
  • Medusa-სა და Mediazona-ს შეფასებით, უკრაინაში 720 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპაფორმულა
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ლარის კურსზე?

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ლარის კურსზე?

BM.GE

ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

BM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია „Skillwill“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია „Skillwill“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

BM.GE

Anthropic-ის თანადამფუძნებლებმა IPO-ს დღეს $2 მილიარდის აქციები გაყიდეს

Anthropic-ის თანადამფუძნებლებმა IPO-ს დღეს $2 მილიარდის აქციები გაყიდეს

BM.GE