
უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობებს გასცემს საქართველოს მთავრობა, რომელსაც სწავლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დადებითობის 95%-იანი მაჩვენებელი ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
„თუკი რომელიმე პროექტი არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს, ან თუ ის პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა დაიხურა. ფონდში განმარტავენ, რომ დახურვის მიზეზი „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკურ-სამართლებრივი ჩარჩოს შედეგია.
BM.GE
წყარო: bm.ge