მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ვგეგმავთ მაგნოლიას პროექტის მოწესრიგებასაც“ - რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება აჭარაში?
„ვგეგმავთ მაგნოლიას პროექტის მოწესრიგებასაც“ - რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება აჭარაში?

„ვგეგმავთ მაგნოლიას პროექტის მოწესრიგებასაც“ - რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება აჭარაში?

BM.GE31 მაისი, 2026, 20:04|bm.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარების პრიორიტეტები განიხილეს - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მათ ბათუმის სანაპირო ზოლი დაათვალიერეს და ზღვისპირა ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და ურბანული განვითარების მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციას, არდაგანის ტბის ტერიტორიის განახლებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ბათუმში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტებს.

ზურაბ პატარაძის განმარტებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრისას რეგიონისთვის ყველა სტრატეგიული მიმართულება გაიარა:

„საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ ბათუმის ბულვარისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. დავათვალიერეთ არდაგანის ტბის ტერიტორია, სადაც დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვგეგმავთ „მაგნოლიის“ პროექტის მოწესრიგებასაც.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს; აქტიურად გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების, სკოლების, რაგბის მოედნებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა“.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის ინფრასტრუქტურული განვითარება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE