მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს - ევროკავშირის საელჩო
ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს - ევროკავშირის საელჩო

ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს - ევროკავშირის საელჩო

BM.GE6 აგვისტო, 2026, 18:16|bm.ge

დღეს, 6 აგვისტოს, 1 წელი გავიდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ევროკავშირის საელჩო საქართველოში ამ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გმობენ გამოტანილ არაპროპორციულ განაჩენს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

"მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს", - წერს X-ზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

განაჩენის გამოცხადების წლისთავს გამოეხმაურა პოლინეთის საელჩოც: "ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლონეთის საელჩო თბილისში შეშფოთებას კვლავ გამოხატავს, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას".

გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო გადასცა. პრემია რუსი მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის პატივსაცემად 1988 წელს დაწესდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • კოტე ჟღენტი: რაც შეეხება ევროკავშირს, ახლა რაც ხდება ევროპაში, რამდენად კავშირია, ესეც ხომ ფაქტია და ხელისგულზე დევს. დარწმუნებული ვარ, თუ შეიცვლება, შეიცვლება უარესობისკენ და არა უკეთესობისკენიმედი
  • ევროკავშირი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ცნობსფორმულა
  • “ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვინეტგაზეთი
  • "საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკასრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

"გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი" - ხუციშვილმა მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა

BM.GE

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

"რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვმუშაობთ" - რა სერვისები გააქვს "კონსტრაქშენ სერვისს" საზღვარგარეთ?

BM.GE

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც 2026 წელს 100 წელს გადაცილებული ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

BM.GE

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიული შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა

BM.GE