მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის მიხაილო ფედოროვი, უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელიც ზელენსკიმ გადააყენა?
ვინ არის მიხაილო ფედოროვი, უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელიც ზელენსკიმ გადააყენა?

ვინ არის მიხაილო ფედოროვი, უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელიც ზელენსკიმ გადააყენა?

BM.GE17 ივლისი, 2026, 03:00|bm.ge

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ქვეყნის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6-თვიანი მუშაობის შემდეგ ხუთშაბათს, 16 ივლისს თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციები.

თავად ზელენსკიმ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად თავდაცვის უწყებასა და სამხედრო ლიდერებს შორის გაჩენილი დაპირისპირება დაასახელა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ომის პირობებში ერთიანობა სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტმა პირველი გადაწყვეტილებიდან მალევე დააანონსა ისიც, რომ ფედოროვს პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო შეცვლის.

რაც შეეხება თავად მიხაილო ფედოროვს, რომელიც უწყებაში კორუფციული სკანდალების აღმოსაფხვრელად 2026 წლის იანვარში დაინიშნა, მან მინისტრად არჩევიდან მალევე დადო პირობა, რომ მისი ხელმძღვანელობით გადადგმული ნაბიჯები რუსეთის ეკონომიკის განადგურებასა და ყოველთვიურად 50,000 რუსი სამხედროს ლიკვიდაციას უზრუნველყოფდა.

ფედოროვის მინისტრობისას უწყებამ უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. მან დანერგა სისტემა, რომლის ფარგლებშიც სამხედროები რუსულ სამიზნეებზე განხორციელებული იერიშების წარმატებით განხორციელებისა და ამის ამსახველი ვიდეოების მიწოდების სანაცვლოდ ქულებს აგროვებდნენ და დამატებით ანაზღაურებას იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მეთოდმა მისცა კიევს საშუალება, მოეპოვებინა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დასავლელი მოკავშირეები უკრაინის საბრძოლო მიღწევებში დაერწმუნებინა და დამატებითი დაფინანსების მოზიდვა უზრუნველეყო.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ მინისტრობამდე ფედოროვმა მოახერხა და ილონ მასკი უკრაინაში Starlink-ის ქსელი ჩართაზე დაითანხმა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში, უკვე მინისტრის პოსტზე მან მასკს Starlink-ის მოწყობილობების რუსეთის მიერ არასანქცირებული გამოყენება დააბლოკინა.

ფედოროვი უკრაინის პრეზიდენტის გუნდთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოვა. ის 2019 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზელენსკის სოციალურ გვერდებსაც კი მართავდა. 35 წლის ყოფილი მინისტრი ოკუპირებულ ვასილივკაში დაიბადა და ქალაქ ზაპოროჟიაში გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

BM.GE

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

BM.GE

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE