მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში - სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით| Galt & Taggart
ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში - სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით| Galt & Taggart

ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში - სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით| Galt & Taggart

BM.GE2 ივნისი, 2026, 14:55|bm.ge

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ბინების ძირითადი მყიდველები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა მაღალია ევროკავშირისა და ისრაელის მოქალაქეების წილიც. ინფორმაციას ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტი“ 2026 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვაში აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სისტემური დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ბათუმში 30-ზე მეტ მშენებარე პროექტსა და პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს მოიცავს, უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

• საქართველო — მყიდველთა უმრავლესობას, 37%-ს, ადგილობრივი ბაზარი შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2025 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოს მოქალაქეებზე გაყიდვების 44% მოდიოდა. • ევროპა — მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან 18%-ით, რაც წინა წელთან შედარებით (15%) გაზრდილი მაჩვენებელია. • ისრაელი — სტაბილურ აქტივობას ინარჩუნებენ ისრაელის მოქალაქეები, რომლებზეც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვების 16% მოდიოდა (2025 წელს ეს წილი 13% იყო). • უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი — ამ რეგიონის ქვეყნების მოქალაქეების წილმა ბათუმში შესყიდულ ბინებში 13% შეადგინა. • თურქეთი — მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვების 10% მოდის. • არაბული ქვეყნები — ამ სეგმენტის წილი ბაზარზე 3%-ია. • სხვა ქვეყნები — დანარჩენი სახელმწიფოების მოქალაქეებზე კი ჯამურად გაყიდვების 4% მოდის.

კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში ჯამურად მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მაღალ დონეზე შენარჩუნდა და საჯარო რეესტრის მონაცემებით, სულ 4,049 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მყიდველთა შორის ყველაზე პოპულარული კვლავ პატარა ზომის ბინებია (35-50 კვ.მ.), რომლებზეც მთლიანი გაყიდვების 58.8% მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE