მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა
Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა

Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა

BM.GE24 ივლისი, 2026, 11:02|bm.ge

24 ივლისის ღამის საათებში Wildberries-ის ლოგისტიკურ კომპლექსებზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა. კომპანიის გენერალური დირექტორის ტატიანა კიმისა და ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმა იყო შუშარში, სიმფეროპოლსა და ვსევოლოჟსკის რაიონის სოფელ ნოვოსარატოვკაში.

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, Wildberries-ის ლოგისტიკურმა კომპლექსებმა შუშარსა და უტკინა ზავოდში მუშაობა შეაჩერეს.

„კომპანიის ლოგისტიკური კომპლექსების მუშაობა შუშარსა და უტკინა ზავოდში (ორივე — სანქტ-პეტერბურგი) დროებით შეჩერებულია“, - ნათქვამია პარასკევს დილას RWB-ის ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ღამით თავდასხმა განხორციელდა Wildberries-ის ლოგისტიკურ კომპლექსებზე შუშარში, უტკინა ზავოდში (სანქტ-პეტერბურგი და ოლქი) და სიმფეროპოლში. საქონლისა და ფართობის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.

მადლობას ვუხდი ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენს გმირებს - ევაკუაცია ყველა საწყობიდან ოპერატიულად მოხდა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოებას, რასაც თავისი შედეგი მოაქვს - წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან. შესაბამის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ შედეგების აღმოფხვრაზე“, - განაცხადა Wildberries-ის გენერალურმა დირექტორმა ტატიანა კიმმა.

კიმმა აღნიშნა, რომ კომპანია მუშაობს საქონლის საწყობებში გადანაწილებაზე, რათა უზრუნველყოს პროდუქციის უფრო მოხერხებული ბრუნვა და პარტნიორების ეკონომიკური სტაბილურობა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს ინფორმაციით კი, „უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად, ვსევოლოჟსკის რაიონის სოფელ ნოვოსარატოვკაში კომპანია Wildberries-ის საწყობებში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა სამი ადამიანი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ამჟამად მათ საავადმყოფოში ექიმები უწევენ დახმარებას“, - დაწერა მან.

დროზდენკოს ცნობით, დღის დასაწყისიდან ლენინგრადის ოლქის თავზე სულ 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის ფონზე, რომელიც მოსკოვის დროით დაახლოებით 01:40 საათზე გამოცხადდა, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მეწყერის შედეგად ორი სახლი დაზიანდა - ადიგენის მერი

მეწყერის შედეგად ორი სახლი დაზიანდა - ადიგენის მერი

BM.GE

"საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება" - "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი

"საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება" - "ტელეგრამის" დამფუძნებელი პაველ დუროვი

BM.GE

რატომ იკრძალება სოციალური ქსელები არასრულწლოვნებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში?

რატომ იკრძალება სოციალური ქსელები არასრულწლოვნებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში?

BM.GE

ექსკლუზიური შეთავაზება BMW-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების შეძენისას - თიბისი ლიზინგი x GT Motors

ექსკლუზიური შეთავაზება BMW-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების შეძენისას - თიბისი ლიზინგი x GT Motors

BM.GE