მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Wolt Group Order-ს ახალ ფუნქციას ამატებს - ახლა თითოეული მომხმარებელი საკუთარ შეკვეთას თავად გადაიხდის
Wolt Group Order-ს ახალ ფუნქციას ამატებს - ახლა თითოეული მომხმარებელი საკუთარ შეკვეთას თავად გადაიხდის

Wolt Group Order-ს ახალ ფუნქციას ამატებს - ახლა თითოეული მომხმარებელი საკუთარ შეკვეთას თავად გადაიხდის

BM.GE20 ივლისი, 2026, 17:59|bm.ge

Wolt მომხმარებლისთვის გადახდის პროცესს ამარტივებს და ერთობლივ, ჯგუფურ შეკვეთებზე ახალ ფუნქციას, Split Payments-ს ნერგავს. ახალი ფუნქციონალი ერთობლივი შეკვეთების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის, რადგან თითოეულ მონაწილეს საკუთარი შეკვეთის საფასურის დამოუკიდებლად გადახდა შეეძლება.

აქამდე, Group Order-ის შემთხვევაში, შეკვეთის სრული თანხის წინასწარ გადახდა ერთ ადამიანს უწევდა. ახალი ფუნქციის ამოქმედების შემდეგ კი, თითოეულ მონაწილეს შეეძლება საკუთარი შეკვეთის ღირებულება პირდაპირ Wolt-ის აპლიკაციიდან გადაიხადოს, მისთვის სასურველი გადახდის მეთოდის გამოყენებით.

Split Payments ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ უხერხულობას აგვარებს - აღარ არის საჭირო მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის თანხის გადახდის შეხსენება ან ცალკე საბანკო გადარიცხვების განხორციელება. გადახდის პროცესი სრულად ინტეგრირებულია შეკვეთის პროცესში და თითოეული მონაწილე მხოლოდ საკუთარ წილს იხდის.

„ჩვენი მიზანია, Wolt ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო კომფორტული ნაწილი გახდეს. სწორედ ამიტომ, პროდუქტს მუდმივად მომხმარებლების რეალურ საჭიროებებზე ვარგებთ. Split Payments ამარტივებს ერთობლივ შეკვეთებს და გამორიცხავს მეგობრებს, კოლეგებსა თუ ოჯახის წევრებს შორის თანხის განაწილების უხერხულობას,“ - აცხადებენ Wolt-ში.

Wolt-ის პლატფორმის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს გადახდის მეთოდის არჩევის თავისუფლებას აძლევს - ყველას მისთვის სასურველი გადახდის საშუალება შეუძლია აირჩიოს.

ახალი ფუნქციონალი Wolt+-ის წევრებსაც დამატებით შესაძლებლობას აძლევს. თუ Group Order-ის ორგანიზატორი Wolt+-ის წევრია, შესაბამისად, შეკვეთის სხვა მონაწილეებიც წევრობის უპირატესობებით ისარგებლებენ, რაც ერთობლივ შეკვეთებს კიდევ უფრო მოგებიანს ხდის.

ჯგუფური შეკვეთები Wolt-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ფუნქციაა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Split Payments მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის და წარმოადგენს Wolt-ის სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური სერვისების გამარტივებასა და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტ გაუმჯობესებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენიმედი
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE