მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზახეთი რუსეთზე გამავალი CPC-ის ალტერნატივად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვას გეგმავს - Report
ყაზახეთი რუსეთზე გამავალი CPC-ის ალტერნატივად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვას გეგმავს - Report

ყაზახეთი რუსეთზე გამავალი CPC-ის ალტერნატივად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვას გეგმავს - Report

BM.GE10 აგვისტო, 2026, 23:05|bm.ge

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი წერს, რომ ყაზახეთი საქართველოზე გამავალ მილსადენებს ექსპორტის ზრდისთვის განიხილავს.

კერძოდ, Report-ის თანახმად, რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ოპერირების შეფერხების გამო, ყაზახეთი ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენების გამოყენებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბარი უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, როცა CPC-ის მილსადენს რუსეთმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა. აზერბაიჯანული მედია მაშინ წერდა, რომ საუბარი იყო ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენებაზე, რომელიც თითქმის მეოთხე წელია გაჩერებულია. ასევე ცნობილია, რომ ყაზახური ნავთობის გადაზიდვები უკვე მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით.

Report-ის ინფორმაციით, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ გეგმავს, რომ 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 31%-ით გაზარდოს და აქ გატარებულმა ყაზახური ნავთობის მოცულობამ 1,7 მილიონ ტონას მიაღწიოს. მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში აქტაუს პორტიდან BTC-ის მილსადენის მიმართულებით გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობამ 704 000 ტონა შეადგინა.

1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2026 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.7 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (626 ტონაზე მეტი).

დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 201 სტატია.

  • საქართველო სრულ მზადყოფნაშია ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი მოცულობების გატარების შემთხვევაში უზრუნველყოს ტრანზიტი, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენებით - ეკატერინე სისაურირუსთავი 2
  • ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავსფორმულა
  • პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირიიმედი
  • იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც ღამით თბილისის ცენტრში „დიდება პუტინს“ ყვიროდატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

დრონების შეტევების გამო, რუსი გამომცემლები Wildberries-ზე წიგნების გაყიდვას აჩერებენ

დრონების შეტევების გამო, რუსი გამომცემლები Wildberries-ზე წიგნების გაყიდვას აჩერებენ

BM.GE

რომელ ობლიგაციებშია განთავსებული საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები

რომელ ობლიგაციებშია განთავსებული საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები

BM.GE

ხვალ 11-დან 13 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

ხვალ 11-დან 13 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

BM.GE

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

BM.GE