მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყურძნის ფასის ზრდის შემდეგ, კახეთში მევენახეებმა მოსავლის ჩაბარება განაახლეს
ყურძნის ფასის ზრდის შემდეგ, კახეთში მევენახეებმა მოსავლის ჩაბარება განაახლეს

ყურძნის ფასის ზრდის შემდეგ, კახეთში მევენახეებმა მოსავლის ჩაბარება განაახლეს

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 22:27|bm.ge

ყურძნის ჩასაბარებელი ფასის ზრდის შემდეგ, მევენახეებმა კახეთში მოსავლის ჩაბარება განაახლეს. როგორც მევენახე BM.GE-სთან აცხადებს, ჭიკაანის ღვინის საწარმოში ჩაბარების პროცესი აღდგა და აქციაც შეწყდა.

„ყვარლის მუნიციპალიტეტში, ჭიკაანის ღვინის საწარმოში აღდგა ყურძნის ჩაბარების პროცესი და აქციაც აღარ არის“, - აცხადებს მევენახე.

მევენახეების პროტესტს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მთავრობამ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც, მისივე შეფასებით, როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ღვინის ხარისხის შენარჩუნების საკითხს ითვალისწინებს.

„ძალიან კარგი პოზიციებია შეთავაზებული მოსახლეობასთან. ვფიქრობ, მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვდა. ხედავთ, რომ ქარხანა გაიხსნა, მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება რაც გულისხმობს - კონდიციურობის მიხედვით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შეტანილ ცვლილებას, ამისი ნათელი დასტურია. შესაბამისი ზომები იქნა მიღებული, იმისათვის რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ამასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხი იყოს დაცული. დღეიდან რთველის ახალი რეგულაციებით აქტიურად გაგრძელდება ყურძნის ჩაბარების პროცესი ღვინის ქარხნებში“, - განაცხადა კალმახელიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-მდე შემცირდა, დაბალკონდიციური ყურძნის ფასი კი 30-დან 50 თეთრამდე გაიზარდა. კერძოდ, მაღალ კონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის ფასი 1.50 ლარი იქნება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელისა და სხვა ჯიშების - 1.30 ლარი. 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით განისაზღვრა, ხოლო 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელისა და სხვა ჯიშების - 90 თეთრით.

მევენახეები ყვარელსა და გურჯაანში ღვინის საწარმოებთან აქციებს ორი დღის განმავლობაში მართავდნენ. ისინი ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას ითხოვდნენ და პროტესტის პერიოდში დაკრეფილ მოსავალს ქარხნებს არ აბარებდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

BM.GE