მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყვარლის სახალხო თეატრი რეაბილიტაციის პროექტირებაზე ₾850 000-იანი კონკურსი გამოცხადდა
ყვარლის სახალხო თეატრი რეაბილიტაციის პროექტირებაზე ₾850 000-იანი კონკურსი გამოცხადდა

ყვარლის სახალხო თეატრი რეაბილიტაციის პროექტირებაზე ₾850 000-იანი კონკურსი გამოცხადდა

BM.GE9 ივლისი, 2026, 15:56|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 850 000 ლარია. წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, ყვარლის თეატრის შენობა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია აშენებული და საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს.

"რეაბილიტაციის პროექტის მიზანია შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება და მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.

საპროექტო დავალების ფარგლებში შემუშავდება შენობის რეაბილიტაცია-ადაპტაციის სრული პროექტი და შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. გათვალისწინებულია სივრცეების ოპტიმიზაცია, მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზის, სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეების, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლებისთვის განკუთვნილი ოთახების, ასევე საგამოფენო სივრცის მოწყობა.

განახლების შედეგად ყვარლის სახალხო თეატრი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას შესთავაზებს", - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მზად ვართ, ძალაუფლება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ადმინისტრაციას გადავაბაროთ" - ჰამასი

"მზად ვართ, ძალაუფლება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ადმინისტრაციას გადავაბაროთ" - ჰამასი

BM.GE

საავიაციო სკოლა "მიმინო" ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორებს მოამზადებს - ავიაციის სააგენტო

საავიაციო სკოლა "მიმინო" ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორებს მოამზადებს - ავიაციის სააგენტო

BM.GE

დონალდ ტრამპმა სირია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო

დონალდ ტრამპმა სირია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო

BM.GE

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება

BM.GE