
ყველაფერი, რაც „მეტროპოლ ლისს“ გამორჩეულ პროექტად აქცევს
თანამედროვე ურბანული ცხოვრების ტემპთან ერთად, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ისეთ საცხოვრებელ გარემოზე, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სიმშვიდეს, ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციასა და ქალაქთან სიახლოვეს. სწორედ ამ მოთხოვნას ჰპასუხობს „მეტროპოლ ლისი“ - პროექტი, სადაც მხოლოდ მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი კერძო რეკრეაციული სივრცე, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურადა ქალაქის შთამბეჭდავი ხედები ცხოვრების გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის.
“მეტროპოლ ლისის” მთავარი უპირატესობები
ლოკაცია
„მეტროპოლ ლისის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ლოკაციაა. პროექტი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე. იდეალური არჩევანია ადამიანებისთვის, ვისაც მშვიდ, დაბალანსებულ გარემოში ცხოვრება სურს, თუმცა მათთვის ქალაქის ცენტრალურ უბნებთან სიახლოვეც მნიშვნელოვანია. მდებარეობის კიდევ ერთი უპირატესობაა განვითარებული ინფრასტრუქტურა - ახლომდებარე სკოლები, ბაღები, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები.
ასევე, აღსანიშნია, რომ პროექტი აღჭურვილია სრულყოფილი, თანამედროვე, ჭკვიანი სისტემებით რაც მცხოვრებლებს დამატებით კომფორტს უქმნის. ეს კომბინაცია „მეტროპოლ ლისს“ აქცევს ადგილად, სადაც ქალაქის დინამიკა და ბუნების სიმშვიდე სრულ ჰარმონიაშია.
მიწის ნაკვეთები 600კვ.მ - იდან
ექსკლუზიურად „მეტროპოლში“ ლისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების შეძენა 600 კვ.მ-დან არის შესაძლებელი. აღნიშნული ფართობი ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, ვინაიდან, ოპტიმალურია როგორც კერძო საცხოვრებელი სახლის განთავსებისთვის, ისე შემდგომი რეალიზაციისთვის.
პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას დამატებით ხაზს უსვამს ფასის ზრდის დინამიკა. ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთების ღირებულება 180 დოლარიდან იწყება, მაშინ როცა ერთი წლის წინ კვადრატული მეტრის ფასი 159 დოლარს შეადგენდა. პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასი 225 დოლარამდე გაიზრდება, რაც მინიმუმ 15%-იან წლიურ ზრდას გულისხმობს და ინვესტიციის უსაფრთხოებასა და მომგებიანობას უსვამს ხაზს.