მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა" - ლაშა პაპაშვილი
"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა" - ლაშა პაპაშვილი

"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა" - ლაშა პაპაშვილი

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 21:24|bm.ge

"ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა", - ასე შეაფასა ლაშა პაპაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რევაზ ვაშაკიძის კომპანია "ჩირინას" "ყვარლის ბაგას" სასარგებლოდ 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

როგორც ცნობილია, "ჩირინამ" ლაშა პაპაშვილის კომპანიას თანხა უკვე გადაუხადა.

“ზოგადად, არ მიხარია სასამართლოში დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია “ჩირინას”, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!”, - თქვა ბიზნესმენმა BMG-სტან და იქვე დასძინა, რომ ე.წ. “რძის სკანდალით” მერძევეობის სექტორი სერიოზულად დაზიანდა.

ცნობისთვის: „ჩირინა“ ქვედა პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო „ყვარლის ბაგა“ - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების (4.7 მილიონი ლარის ანაზღაურება) ძალაში დატოვებას. უზენაესმა სასამართლომ არც რევაზ ვაშაკიძის და არც ლაშა პაპაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 2026 წლის 16 ივლისს, ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1.6 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურების შესახებ.

"რძის სკანდალის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო|ყველაფერი ბიზნესდავის შესახებ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონნეტგაზეთი
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სფორმულა
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაარუსთავი 2
  • „ტვ პირველის“ ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაკავების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადადისტვ პირველი
სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

"თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუ

"თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუ

BM.GE

არაბული ავიაკომპანიები წელს $4.3 მილიარდის ზარალს ელოდებიან

არაბული ავიაკომპანიები წელს $4.3 მილიარდის ზარალს ელოდებიან

BM.GE

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოკლევადიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება"|ინტერვიუ

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოკლევადიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება"|ინტერვიუ

BM.GE

Meta ხელოვნური ინტელექტის დასაფინანსებლად $25 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს

Meta ხელოვნური ინტელექტის დასაფინანსებლად $25 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს

BM.GE