ორიგინალი
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
სივილ ჯორჯია·12:21

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

25 ნოემბერი, 2026 · 12:21

31 წლის ილია ისაევი, რომელმაც 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭლაში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმე დამწვრობები მიიღო, რამდენიმედღიანი კრიტიკული მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ 25 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულა“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იტყობინება. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

ისაევი იმ ბინის მაცხოვრებელი იყო, სადაც, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა, რამაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აფეთქების მიზეზად გაზის გამათბობელი სახელდებოდა, ისაევის ოჯახი ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ ბინაში გაზის გამათბობელი არ ყოფილა.

მამაკაცი იმ ხუთ ადამიანს შორის იყო, რომლებიც აფეთქების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სხეულის 87% ჰქონდა დამწვარი. აფეთქების შედეგად დაღუპული კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარი მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე საათის შემდეგ ამოიყვანეს.

თავდაპირველ მსხვერპლთა შორის იყვნენ: 38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის ქალიშვილი ნუცა; 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი ექვსი წლის ქალიშვილი არიანა; 55 წლის ლალი შიშმანაშვილი და 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი. გადარჩენილთა შორის იყო სამი წლის გოგონაც, რომლის დედა და და აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. გოგონას გადარჩენის კადრები ინტერნეტში გავრცელდა. რამდენიმედღიანი სამედიცინო მკურნალობის შემდეგ, ის საავადმყოფოდან გაწერეს.

ტრაგიკული აფეთქების გამო, 22 ნოემბერს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

თემა: ფონიჭალაში

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • ფორმულა·20:52
    ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა
  • ტვ პირველი·20:15
    "ამ დასკვნის მერე რომ დაინგრეს კორპუსი, პასუხს ვინ აგებს?" - გამგეობის წარმომადგენლების გამოჩენას ფონიჭალაში ხმაური მოჰყვა
  • BM.GE·12:02
    ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა – დაიღუპა 31 წლის ილია ისაევიც
  • ნეტგაზეთი·11:53
    ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ფონიჭალაშიაფეთქების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·17:46

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
სივილ ჯორჯია·15:17

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია·13:39

დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა
სივილ ჯორჯია·13:07

ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს

ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.