ორიგინალი
დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა
სივილ ჯორჯია·13:39

დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

25 ნოემბერი, 2026 · 13:39

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა. ამჟამად, სუროგაციის შედეგად დაბადებული 18 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება. აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც მმართველი პარტია კანონპროექტს ამზადებს, რომელიც ქვეყანაში სუროგაციას „სრულად“ აკრძალავს.

24 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მზარდი რაოდენობა საქართველოს საზღვარს კვეთს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სერვისით მოსარგებლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ. დეპუტატმა შეშფოთება გამოთქვა ადამიანით ვაჭრობის, ქალთა და ბავშვთა უფლებების, ასევე ეთიკური საკითხების თაობაზე.

ლომინაძის თქმით, საქართველოში სუროგაცია 1997 წელს დაკანონდა, ხოლო პირველი ბავშვი ამ გზით 2007 წელს დაიბადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში სუროგაციის მომსახურებას 26 დაწესებულება უზრუნველყოფს.

„უმეტეს წილად, ამ სერვისის მოსარგებლეები არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა მან. „მხოლოდ რამდენიმე პროცენტია, ყველა დანარჩენი არასაქართველოს მოქალაქეა“.

„სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს, დაახლოებით 13 100 ბავშვს“, – აღნიშნა ლომინაძემ. „საყურადღებოა, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელს შეადგენდა 400-მდე ბავშვს და უკვე წელს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი თითქმის 3000-ს უახლოვდება“.

მართალია, ლომინაძეს პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, შეადგენდა თუ არა 3 000 იმ ბავშვების რაოდენობას, რომლებმაც საზღვარი მხოლოდ 2026 წლის პირველ 11 თვეში გადაკვეთეს, პარტიის წევრებმა მანამდე მიანიშნეს, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების რაოდენობა 2023 წლიდან ყოველწლიურად 100%-ით იზრდებოდა.

ლომინაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვის მომავალი მშობლები უარს ამბობენ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე და მათ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ ტოვებენ. მისი თქმით, „დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“.

„ქართულმა ოცნებამ“ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოში სუროგაციის „სრული“ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად „ეთიკური და სამართლებრივი“ რისკები დაასახელა, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობა და ქალების ექსპლუატაცია, ასევე ბაზრის „მნიშვნელოვანი“ ზრდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ „კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. დეპუტატი აცხადებს, რომ 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით 13 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

თემა: ბავშვი

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • სპორტოლი·16:58
    ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი გოგოს გამო მიატოვა - ნოიერის კრიტიკას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებიც შეუერთდნენ
  • BM.GE·16:11
    თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
  • ტვ პირველი·16:10
    თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
  • რუსთავი 2·12:04
    არის რისკები, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან - ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვაზე
ბავშვი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·17:46

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
სივილ ჯორჯია·15:17

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია·13:07

ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს

ევროკომისია სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღებას ვარაუდობს
სივილ ჯორჯია·12:21

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.