ორიგინალი
ევროკავშირის 2028-2034 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება
ევრონიუსი საქართველო·15:08

ევროკავშირის 2028-2034 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

24 ნოემბერი, 2026 · 15:08

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მცდელობების მიუხედავად ევროკავშირის 2028-2034 წლის ბიუჯეტი კვლავ აზრთა სხვადასხვაობის საგანია. განსაკუთრებულად მიუღებელი ბიუჯეტი ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის გამოდგა, ამის შესახებ ბრატისლავაში შეხვედრის შემდეგაც ითქვა, სადაც ჩეხეთმა და უნგრეთმა ღია წინააღმდეგბა გამოთქვეს იმის გამო,რომ ისედაც რთულად ჩამოყალიბებულ ბიუჯეტში უკრაინის მხარდაჭერისთვის მილიონობით ევროა განსაზღრვული.

ანდერი ბაბიში და პიტერ მადიარი ხაზს უსვამენ,რომ ეს არაა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, არამედ თლიან რომ უკრაინის მხარდასაჭერად სხვა, ბიუჯეტისგან დამოუკიდებელი გზების მოძებნაა საჭირო. „ჩვენ არ ვეთანხმებით უკრაინის დაფინანსების საკითხის ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებას. და ეს სოლიდარობის წინააღმდეგ გამოსვლა არ არის, სოლიდარობა ნამდვილად აუცილებელია. მეტიც, ამ საკითხზე დღეს უნგრეთის პარლამენტში ვრცლად ვისაუბრე. სლოვაკეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის მსგავსად, უნგრეთიც სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ვცდილობთ, მას ყველანაირი შესაძლო ფორმით დავეხმაროთ. ამას წარსულშიც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ. თუმცა, ჩვენ ვერ მივიღებთ ამას როგორც ვალდებულებას, იქნება ეს იძულება, მუქარა თუ სავალდებულო პირობად ქცევა - ისედაც უკიდურესად დატვირთული ბიუჯეტის პირობებში“- თქვა უნგრეთის პრემიერმა, პეტერ მადიარმა. „ბიუჯეტში უკრაინისთვის გათვალისწინებულია 100 მილიარდი ევრო და დამატებით 30 მილიარდი ევრო. უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში 130 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენი პოზიციაა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ეს თანხები ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა უნდა იყოს გათვალისწინებული და უკრაინის მხარდაჭერაც ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებს გარეთ უნდა განხორციელდეს“- აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.ანდრეი ბაბიშმა. განსხვავებულია აღმოსავლეთ ფლანგის სხვა სახელმწიფოების მოსაზრება, რომლებიც რუსული საფრთხის ხარისხს საკუთარ თავზე გრძნობენ. განსაკუთრებით ეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და პოლონეთს ეხებათ,სადაც რუსული დრონები თუ რაკეტების ნამსხვრევები არაერთხელ ჩამოვარდა და ზიანიც მოიტანა. სულ ბოლოს გასულ კვირას, სამი საკრუიზო რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს ადგილზევე ღიად უპასუხა. „რუსეთის აგრესია რეალური საფრთხეა. არ ვიცი, კიდევ რა უნდა ჩამოვარდეს პოლონეთის ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რომ ყველამ გააცნობიეროს რუსეთის შეჩერების აუცილებლობა. დამოუკიდებელი უკრაინა რუსეთის შეჩერების ყველაზე ეკონომიური გზაა - არა ყველაზე ძვირი, არამედ ყველაზე ნაკლებხარჯიანი. ამიტომ, მე არ მოგიწოდებთ უკრაინის მხარდაჭერას ნებისმიერ ფასად, არამედ მის მხარდაჭერას იმიტომ, რომ ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის გადასახდელი მცირე ფასია“- თქვა დონალდ ტუსკმა. ევროკავშირის ბიუჯეტი 27 წევრი სახელმწიფოს საერთო ფინანსური რესურსია, რომელიც კავშირის პოლიტიკის ყველა მიმართულებას აფინანსებს - სოფლის მეურნეობის მხარდაჭერიდან დაწყებული, ახალი ტექნოლოგიების, მრეწველობისა და კვლევების განვითარებით დამთავრებული, რათა მათ ჩინეთთან და აშშ-სთან კონკურენცია შეძლონ. ევროკავშირის ლიდერები ანტონიუ კოშტას წინადადებებს 26-27 ნოემბრის საგანგებო სამიტზე განიხილავენ. მიზანი, ბიუჯეტის ირგვლივ უთანხმოების შემცირება და უკვე დეკემბრისთვის შეთანხმების მისაღწევად საფუძვლის მომზადებაა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: euronewsgeorgia.com
  1. მთავარი
  2. ევრონიუსი საქართველო
  3. ევროკავშირის 2028-2034 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • BM.GE·20:20
    ევროკავშირი ახალ ტექნოლოგიურ ფონდში €50 მილიარდამდე ინვესტიციას გეგმავს
  • იმედი·19:43
    პოლონური მედია: ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა
  • კომერსანტი·19:30
    აშშ-ს ადმინისტრაცია რამდენიმე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს
  • ტვ პირველი·18:55
    ევროპარლამენტარი: კვლავ ვახდენთ ზეწოლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ვითხოვთ სანქციების დაწესებას ("ოცნების" მიმართ)
ევროკავშირისბიუჯეტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევრონიუსი საქართველო·12:59

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს

ბორის ჯონსონი დასავლეთს სისუსტეში ადანაშაულებს, მერცი 2008 წლის შეცდომას იხსენებს
ევრონიუსი საქართველო·12:22

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს

კანონმდებლებმა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გაუქმების გეგმა დაამტკიცეს
ევრონიუსი საქართველო·12:19

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია
ევრონიუსი საქართველო·12:16

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა

უკრაინაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ორბანის პოლიტიკისგან დისტანცირებად“ შეფასდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.